
საწარმოო შემთხვევა ჭიათურაში
15 / 10 / 2018
იგი გადაყვალია საჩხერის საავადმყოფოში და მკურნალობას ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადის.
როგორც ირკვევა გიორგი ლაბაძე ლავში არ მუშაობდა და იმ დღეს სხვის მაგივრად იყო იქ განაწილებული.
აღსანიშნავია ისიც რომ, აღნიშნულ ობიექტზე დასაქმებულთა გადმოცემით, აღნიშნული ლავი მომეტებული საფრთხის მატარებელია. რამოდენიმე დღის უკან ამ ლავში სხეულის მსუბუქი დაზიანება მიიღო სკრეპერის მემანქანე გელა კვიჟინაძემ, რომელსაც ფეხზე ქვა დაეცა.
მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, გიორგი ლაბაძის მკურნალობის პროცესი, სადაზღვევო კომპანია ,,უნისონი”-ს ფინანსური მონაწილეობით მიმდინარეობს.
საქართველოს მეტალურგიული სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი, კომპანიისგან ფაქტის კვლევის კომისიის შექმნას და მასში პროფკავშირის შრომის ტექნიკური ინსპექტორების ჩართვას ითხოვს.
პროფკავშირის მიერ მოკვლეული იქნება გიორგი ლაბაძის ზემოთაღნიშნულ ობიექტზე მუშაობასთან დაკავშირებული ყველა სახის დოკუმენტაციის სისწორე.