
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება, ამერიკელ ხალხს ულოცავს დამოუკიდებლობის დღეს
04 / 07 / 2020
მოხარულნი ვართ, რომ საქართველოს პროფესიულ კავშირებსა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან, წარმომადგენლობებთან მრავალწლიანი ნაყოფიერი და წარმატებული თანამშრომლობა გვაქვს, რომელიც დაფუძნებულია თავისუფლების, თანასწორობისა და დემოკრატიული პრინციპების ერთგულებაზე.
მადლობას ვუხდით ამერიკელ ხალხს საქართველოს დემოკრატიული განვითარების საქმეში თანადგომის, მშრომელთა მხარდაჭერისა და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის.
ღმერთი ფარავდეს ამერიკას და ამერიკელ ხალხს. #IndependenceDay.