ქალთა კომიტეტის შეხვედრა სამედიცინო უნივერსიტეტში

31 ოქტომბერს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ქალთა კომიტეტის ორგანიზებით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო  უნივერსიტეტში დასაქმებული ქალებისთვის შრომითი უფლებების დაცვის შესახებ სემინარი გაიმართა, რომელსაც უძღვებოდნენ საქართველოს პროფესიული კავშირების თავმჯდომარის მოადგილე ეთერ მათურელი და პროფკავშირების იურისტი თამარ სურმავა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენელი ირინა სეფერთელაძე და საქართველოს მედიცინის მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე ირაკლი ამირანაშვილი.

სემინარი გაიმართა პროექტის ,,ქალთა შრომითი უფლებები – ევროპული და საერთაშორისო სტანდარტები’’ფარგლებში, რომელსაც ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ქალთა კომიტეტი.