პროფკავშირის წარმომადგენლობით, სასწრაფო დახმარების დასაქმებულებსა და დამსაქმებელს შორის მედიაცია გაიმართა
ShareTweet პროფკავშირების შუამდგომლობით, ეს არის რიგით მეორე შეხვედრა ჯანდაცვის… ShareTweet
10/08/202209 / 03 / 2022
ავიაკომპანიაში დასაქმებულმა ბორტგამცილებლებმა ა.ა.-მ და ტ.ჯ.-მა მათი შრომითი უფლებების დასაცავად დახმარება პროფკავშირებს სთხოვეს.
განმცხადებლებმა აღნიშნეს, რომ ისინი უვადოდ იყვნენ დასაქმებულები ავიაკომპანიაში შპს ,,მაივეი ეარლაინს კო ლტდ“, „საჰაერო ხომალდის ბორტგამცილებლის“ თანამდებობაზე. ავიაკომპანიას მათ მიმართ დაუგროვდა სახელფასო დავალიანება, კერძოდ: ა.ა.-ს მიმართ 10 000 აშშ დოლარის, ხოლო ტ.ჯ.-ის მიმართ 13 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში. ამასთან, ავიაკომპანიამ 2021 წლის 20 ოქტომბერს ელ-ფოსტის საშუალებით გაუგზავნა 2021 წლის პირველი ოქტომბრის N19 ბრძანება უვადო შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ. გაგზავნილ წერილში გათავისუფლების საფუძველი მითითებული არ იყო. ამავე ბრძანებით განისაზღვრა 2021 წლის გამოუყენებელი 24 სამუშაო დღის ფასიანი შვებულებისა და კანონით დადგენილი ერთი თვის ხელფასის ანაზღაურება.
საქმის დეტალების გაცნობისა და ინფორმაციის მოთხოვნის საფუძველზე, მომზადდა სარჩელი და 2021 წლის 15 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს წარედგინა. მოსარჩელეთა ინტერესებს პროფკავშირების გაერთიანების იურისტი სერგო მახარაძე იცავდა. ასევე, პროცესში აქტიურად იყო ჩართული მომსახურების სფეროს, კომუნალური და ბანკების მუშაკთა პროფესიული კავშირი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა და ავიაკომპანიას შპს ,,მაივეი ეარლაინს კო ლტდ“ დაეკისრა:
ა) მოსარჩელე: ა.ა.-ს სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების, ჯამში – 10 თვის სახელფასო ანაზღაურების – 10 000 აშშ დოლარის ექვივალენტის ლარში გადახდა და 2021 წლის გამოუყენებელი 24 დღის ფასიანი შვებულების დღეების ანაზღაურება – 1000 აშშ დოლარის ექვივალენტის ლარში გადახდა;
ბ) მოსარჩელე ტ.ჯ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა: სახელფასო დავალიანების, ჯამში – 13 000 აშშ დოლარის ექვივალენტის ლარში გადახდა და 2021 წლის გამოუყენებელი 24 დღის ფასიანი შვებულების დღეების ანაზღაურება – 1000 აშშ დოლარის ექვივალენტის ლარში გადახდა.