
პროფკავშირები შრომის პირობების დეპარტამენტს შეხვდა
29 / 08 / 2018
დასაქმებულების ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფის და პროფესიული დაავადებების თავიდან აცილებისა და შემცირების მიზნით, ,,შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონი საქართველოს პარლამენტმა 2018 წლის 21 მარტს მიიღო.
აღნიშნული კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის მარეგულირებელი ნორმები 2018 წლის 1-ლი აგვისტოდან ამოქმედდა და შრომის უსაფრთხოების დამრღვევთა მიმართ სხვადასხვა სანქციის გატარებასაც გულისხმობს.
პროფკავშირების ლიდერებმა დარგებში არსებულ პრობლემებზე და გამოწვევებზე ისაუბრეს. ორმხრივ შეხვედრაზე დისკუსიის რეჟიმში განიხილეს შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების სფეროში არსებული მოთხოვნები, კომპანიების ინსპექტირების პროცესები და თემასთან დაკავშირებული სხვა აქტუალური საკითხები.