ირაკლი პეტრიაშვილი საფრანგეთში მიმდინარე სოციალურ პროტესტს სოლიდარობას უცხადებს
საქართველოს პროფესიული კავშირების თავმჯდომარე, ირაკლი პეტრიაშვილი, საფრანგეთში მიმდინარე…
12/12/201917 / 04 / 2018
სამდღიანი საერთაშორისო კონფერენციის განხილვის მთავარი თემაა „ძირითადი ტენდენციები და პრობლემები მეტალურგიულ სექტორში და პროფკავშირების საპასუხო ზომები“. განიხილავენ საქართველოში მეტალურგიულ, სამთო და ქიმიურ მრეწველობაში არსებულ მდგომარეობას, შახტებსა და მაღაროებში არსებულ ვითარებას.
კონფერენცია საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა გახსნა. მსჯელობის საკითხებია: მეტალურგიულ სფეროში სოციალური დიალოგის წარმოება, ვაჭრობა, საწარმოო სიმძლავრეების ჭარბი მოცულობა, დასაქმებულთა უფლებრივი მდგომარეობა. სამდღიან კონფერენციაში 8 ქვეყნის 46 წარმომადგენელი მონაწილეობს.