კიდევ ერთი მოგებული საქმე სააპელაციო სასამართლოში !

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების და რკინიგზელთა ახალი პროფკავშირისა მორიგი გამარჯვება სააპელაციო სასამართლოში.

მოსამართლის განჩინების თანახმად, 2014 წელს სააქციო საზოგადოება ,,საქართველოს რკინიგზა”-მ სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლა ფილიალ ,,გლობალ ბიზნეს სოლუჟენსის” ორი თანამშრომელი – ბატონი გაგა გიორგაძე და თამაზ ჭყონია.

სასამართლომ საქართველოს რკინიგზას გაგა გიორგაძის სასარგებლოდ – 15 000 ლარი დააკისრა, ხოლო ბატონი თამაზ ჭყონიას სასარგებლოდ – 24 000 ლარი და სამსახურში უპირობოდ აღდგენა!

რაც შეეხება გათავისუფლების საფუძვლებს, თბილისის საქალაქო სასამართლომ და შემდგომში თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ თამაზ გიორგაძისა და თამაზ ჭყონიას სამსახურიდან გათავისუფლების განმაპირობებელ ფაქტორს წარმოადგენდა რკინიგზელთა ახალ პროფესიულ კავშირში გაწევრიანება. 

სასამართლომ დაადგინა, რომ საქმეში წარმოდგენილია საკმარისი მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება, რომ სს „საქართველოს რკინიგზის“ მხრიდან ადგილი ჰქონდა დისკრიმინაციის ფაქტს და შესაბამისად, არასათანადო მოპყრობის გამო მოსარჩელეებს მიადგათ ზიანი.

უსამართლოდ დასჯილი რკინიგზელების ინტერესებს სასამართლოზე პროფკავშირების გაერთიანების იურისტი სერგო მახარაძე იცავდა.