
კარმენში გაფიცვა დაიწყო!
14 / 03 / 2019
პროფკავშირებს გაფიცვის უფლება უკვე მოპოვებული აქვთ. გაფიცვამდე მედიაციის ოცდაერთმა დღემ შედეგი ვერ გამოიღო. მოლაპარაკების მთავარი საგანი იყო ხელფასების მატება, რომელიც ქარხანაში ბოლო 8 წლის განმავლობაში არ მომხდარა. მიუხედავად უამრავი მცდელობისა, რომ აღნიშნული პროცესი კონსტრუქციული მოლაპარაკებების ფარგლებში მოგვარებულიყო, ადმინისტრაციის მხრიდან გამოჩენილმა უპასუხისმგებლობამ მშრომელები და პროფკავშირები იძულებული გახადა გამოიყენონ კონსტიტუციური უფლება და გაიფიცონ.
,,ტერორის ქვეშ მუშაობა. მუქარა და ზეწოლა. კიდევ შემცირება. ხელფასის უკმარისობა და მძიმე საქმიანობა. კარმენის მენეჯმენტის უსამართლო მიდგომა ხალხზე. დღეს კარმენში დასაქმებულებს მოთმინების ფიალა აევსოთ. გაფიცვა დაიწყო!” – წერს ფეისბუქ გვერდზე კარმენის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის ლიდერი ლევან მთვარელიძე.
ხვალ 12 საათზე ქარხანასთან სოლიდარობის აქცია გაიმართება, რომელსაც პროფკავშირების გაერთიანება შეუერთდება.
კარმენი გაფიცვისთვის ემზადება !
წინქვილის ქარხანა კარმენში გაფიცვა დაიწყო ❗▪ გაფიცვამდე პროფკავშირებსა და ადმინისტრაციას შორის მედიაციის ოცდაერთმა დღემ შედეგი ვერ გამოიღო. ▪ მიუხედავად უამრავი მცდელობისა, რომ აღნიშნული პროცესი კონსტრუქციული მოლაპარაკებების ფარგლებში მოგვარებულიყო, ადმინისტრაციის მხრიდან გამოჩენილმა უპასუხისმგებლობამ მშრომელები და პროფკავშირები იძულებული გახადა გამოიყენონ კონსტიტუციური უფლება და გაიფიცონ. მათ საზოგადოების სოლიდარობა და მხარდაჭერა სჭირდებათ ❗#გაამაგრეპროფკავშირი#გაამაგრეგაფიცვა#კარმენი
Posted by GTUC • საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება on ოთხშაბათი, 13 მარტი, 2019
კარმენიდან უკანონოდ გათავისუფლებული მუშა😔
Posted by Giorgi Diasamidze on ხუთშაბათი, 14 მარტი, 2019