
შ.პ.ს. კარმენიდან უკანონოდ გათავისუფლებული ყველა თანამშრომელი სამსახურში აღდგა
22 / 02 / 2018
დასაქმებულთა უკანონოდ გათავისუფლების შემდეგ პროფკავშირმა დაიწყო მოლაპარაკებები კომპანიასათან, დასაქმებულთა სამსახურში აღდგენის მოთხოვნით. თუმცა კომპანიამ პროფკავშირების მოთხოვნები უგულვებელყო რის შემდგომაც 2016 წელს კარმენის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების, გაერთიანების იურიდიული დეპარტამენტის, დარგობრივი სოფლის მეურნეობის მსუბუქი კვების და მრეწველობის და საერთაშორისო კვების მრეწველობის პროფკავშირს IUF -ის მხარდაჭერით, დაიწყეს ბრძოლა შ.პ.ს კარმენიდან გათავისუფლებული პროფკავშირის წევრების შრომითი-სამართლებრივი უფლებების აღსადგენად.
ორ წლიანი ბრძოლის შედეგად კომპანიის მიერ უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლები სამსახურში აღდგებიან, ხოლო დამსაქმებლის მხრიდან მიიღებენ იძულებითი მოცდენის გამო კომპესაციას:
ზაქრო ლეკიშვილი
ასმათ ყორანაშვილი
ავთო მურადაშვილი
მანანა შავშიშვილი
ტარიელ ანანიაშვილი
დალი ზაზაძე
ტარიელ დათაშვილი
საქართველოს სოფლის მეურნეობის მსუბუქი, კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის მუშაკთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი, მადლობას უხდის პროცესებში მონაწილე ყველა პროფკავშირელს და პროფკავშირულ ორგანიზაციას.
შპს. “კარმენი” დან გათავისუფლებული მუშების უფლებების დაცვას პროფკავშირების გაერთიანება ამერიკის სოლიდარობის ცენტრის მხარდაჭერით ახორციელებს.