English (United Kingdom)Georgian (Georgia)
Home FRIDAY, 18 მაისი 2012

ნავიგაცია

კალენდარი

April 2012 May 2012 June 2012
Su Mo Tu We Th Fr Sa
Week 18 1 2 3 4 5
Week 19 6 7 8 9 10 11 12
Week 20 13 14 15 16 17 18 19
Week 21 20 21 22 23 24 25 26
Week 22 27 28 29 30 31

კენჭისყრა

ემხრობით თუ არა უმუშევართა შემწეობის დაწესებას ?
 

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება (სპკგ) მოიცავს 22 ორგანიზაციას (ორ რეგიონალურ და 20 სექტორულ ორგანიზაციას). მასში გაერთიანებულია 235824 წევრი (ქვეყანაში დასაქმებულთა დაახლოებით 84%), რომელთაგან 142365 რეგულარულად იხდის პროფესიული კავშირის საწევროს. წევრები უხდიან ხელფასის 1%-ს მათ სამუშაო ადგილებზე დაფუძნებულ პირველად ორგანიზაციებს.

პარტნიორები

ბმულები

ბეჭდვა ელფოსტა

 

ubeduri_shemtxvevebi_haxshirda_n23.06.11 თელავის რაიონი სოფელ კურდღელაურში, მიმდინარე ლის 22 ივნისს, ინდივიდუალური მეწარმის, გურამ მჭედლიშვილის რძის გადამამუშავებელ საამქროში, ორთქლის ქვაბის აფეთქების შედეგად, საშუალო სიმძიმის ტრავმა მიიღო გურამ მჭედლიშვილის მეუღლემ 50 წლის სულიკო კვანჭიანმა და მსუბუქად დაშავდა დასაქმებული ცოტნე მამუკელაშვილი.

ეს უბედური შემთხვევა და სხვა ტრავმები გამოწვეულია იმით, რომ ქვეყანაში აღარ ფუნქციონირებს შრომის სახელმწიფო ინსპექცია, რომელიც აწარმოებდა მონიტორინგს შრომის დაცვისათვის მიმდინარე სამუშაოებზე ყველა საწარმოში, ხოლო ტექნიკური ზედამხედველობის ინსპექცია რეგისტრაციაში ატარებდა, ნებართვებს იძლეოდა და ამოწმებდა საშიში საწარმოო ობიექტების (მაღაროები, შახტები, მეტალურგიული საწარმოები, ორთქლის ქვაბები, ამწე მექანიზმები, წნევაზე მომუშავე ჭურჭლები, გაზზე მომუშავე დანადგარები და სხვა) ტექნიკურ მდგომარეობას. დღეს, ამ უწყებას წინასწარი შემოწმებების ჩატარების უფლება აღარ აქვს. ამის გამო, გახშირდა უბედური შემთხვევების რაოდენობა, რომლებიც ლეტალური შედეგებით მთავრდება.

მაგალითად, ბათუმის საერთაშორის საკონტეინერო ტერმინალიგასახდელში, 9 თებერვალს, გაჩნდა ხანძარი, რომლის შედეგადაც დაიღუპა დოკერი . ლორთქიფანიძე; 9 მაისს ... ”ჯორჯიან მანგანეზის ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში გაუმართავი ამწეთ მუშაობისას მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად, მძიმე ტრავმა აშკარა ინვალიდობით მიიღო მდნობელმა . ქვათაძემ, ბათუმში, 26 მაისს, ... ნოვა-2007“–ში სატვირთო ამწე პიონერის ბაგირის გაწყვეტამ უბედური შემთხვევა გამოიწვია - დაიღუპა 3 მუშაკი (ბერიძე, მაკარაძე, ბოჭორიშვილი), ასევე ბათუმში, 1 ივნისს, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, მოხდა აფეთქება ... ხელვაჩაურის პურპროდუქტების საქვაბეში, რის დროსაც დაიღუპნენ ცეცხლფარეში . კირკიტაძე და ცვლის უფროსი . ზაქარაძე, დაზიანდა ერთი მუშაკი.

მიმდინარე წლის 5 ივნისს, ბათუმში, სამშენებლო ფირმა პროგრესი-4“–ში, საამშენებლო სამუშაოების შესრულებისას, მშენებლობის მეათე სართულიდან გადმოვარდა . სურმანიძე. მიღებული ტრავმების შედეგად იგი ადგილზევე დაიღუპა.

 

 

სტუმრები:

ჩვენ გვყავს 171 სტუმარი ხაზზე