|
|
|
„აღმოსავლეთ ევროპაში – რუსეთი, ბელორუსი, საქართველო – ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ პროფკავშირების გავლენა შეამცირონ, ხელი შეუშალონ დამოუკიდებელი პროფკავშირების შექმნას. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე, ირაკლი პეტრიაშვილი საუბრობს არსებული ძალადობრივი მდგომარეობის შესახებ. „პროფკავშირების წევრების მიმართ გამოყენებულია დაშინების, მუქარის, სამუშაოდან დათხოვნის მეთოდები,“ - ამბობს ის, პროფკავშირების წინააღმდეგ განხორციელებული ზეწოლები ყოველდღიურ პრაქტიკად იქცა, ხოლო სასამართლო გადაწყვეტილებები ახალისებენ წნეხის გამოყენებას პროფკავშირების წინააღმდეგ.
როდესაც კანონმდებლობა და გადაწყვეტილებები ხელის შემშლელია, მთავრობა არც კი ერიდება უკანონო ქმედებებს. იგი ცდილობს საკუთარი კონტროლის ქვეშ მოაქციოს პროფკავშირები და წაახალისოს „ყვითელი“ პროფკავშირების შექმნა. საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტის, მაია კობახიძის არჩევა გასაჩივრებული იქნა სასამართლოში განათლების სამინისტროს მიერ მართული დაპირისპირებული ჯგუფის მხრიდან. „მათ მე შემომთავაზეს გადავმდგარიყავი და სანაცვლოდ მივიღებდი მაღალანზღაურებად თანამდებობას სამინისტროს სტურქტურაში,“ - აცხადებს ახალგაზრდა ქალბატონი. მას შემდეგ, რაც მან უარი განაცხადა ამ შემოთავაზებაზე, პროფკავშირი ფინანსურად განადგურებულია (გაგუდულია). „თვით არსებული მახინჯი კანონმდებლობაც კი უხეშად დარღვეულია მთავრობის მიერ,“ - აცხადებს მაია კობახიძე.“ |











23.06.11

