English (United Kingdom)Georgian (Georgia)
Home FRIDAY, 18 მაისი 2012

ნავიგაცია

კალენდარი

April 2012 May 2012 June 2012
Su Mo Tu We Th Fr Sa
Week 18 1 2 3 4 5
Week 19 6 7 8 9 10 11 12
Week 20 13 14 15 16 17 18 19
Week 21 20 21 22 23 24 25 26
Week 22 27 28 29 30 31

კენჭისყრა

ემხრობით თუ არა უმუშევართა შემწეობის დაწესებას ?
 

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება (სპკგ) მოიცავს 22 ორგანიზაციას (ორ რეგიონალურ და 20 სექტორულ ორგანიზაციას). მასში გაერთიანებულია 235824 წევრი (ქვეყანაში დასაქმებულთა დაახლოებით 84%), რომელთაგან 142365 რეგულარულად იხდის პროფესიული კავშირის საწევროს. წევრები უხდიან ხელფასის 1%-ს მათ სამუშაო ადგილებზე დაფუძნებულ პირველად ორგანიზაციებს.

პარტნიორები

ბმულები

ბეჭდვა ელფოსტა


evrokomisiis_shaualeduri_daskvna_n03.06.11 ევროკომისიამ გამოაქვეყნა შუალედური დასკვნა, რომელშიც საუბარია საქართველოში შრომით სფეროში არსებულ მდგომარეობასაც მიმოიხილავს.  

„შრომითი უფლებებისა და ძირითადი შრომითი სტანდარტების სფეროში, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გაერთიანების თავისუფლების კომიტეტი 2010 წლის მარტის ანგარიშში იმეორებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის შეშფოთებას ორი უმთავრესი კონვენციის იმპლიმენტაციის შესახებ. ეს კონვენციებია: გაერთიანების თავისუფლება და ორგანიზების უფლება და ორგანიზებისა და კოლექტიური მოლაპარაკებების უფლება“, - ნათქვამია დასკვნაში, - „შრომის კოდექსი და კანონი პროფკავშირის შესახებ უნდა შეიცვალოს იმისათვის, რომ შესაბამისობაში მოვიდეს შრომის ძირითად სტანდარტებთან, უფრო გამოკვეთილად რომ ვთქვათ, პროფკავშირების ჩამოყალიბების კრიტერიუმებთან, ანტი-პროფკავშირული დისკრიმინაციისაგან დაცულობასთან, გაფიცვის უფლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. დამატებით, კომიტეტმა კვლავ განაცხადა შსო-იის მუდმივ შეშფოთებაზე თანაბარი ანაზღაურების, დისკრიმინაციისა და ანაზღაურებადი შვებულების კონვენციების იმპლიმენტაციის საკითხებთან დაკავშირებით.

რაც შეეხება სოციალურ დიალოგს, 2010 წლის მაისში მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას შრომის კოდექსში მინიმალური შესწორებების შეტანის შესახებ, კერძოდ კი ანტიფპროფკავშირულ დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე. თუმცა, ეს ცვლილებები დღემდე არ განხორციელებულა. უფრო მეტიც, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ წარმოადგინა ბრალდებები ანტი-პროფკავშირული დისკრიმინაციისა და პროფკავშირული საწევრო ანარიცხების ცენტრალიზებული წესით გადარიცხვებში მთავრობის ჩარევების შესახებ, რაც მიუთითებს მთავრობის მუდმივ ჩარევას სოციალურ დიალოგში.

ორმხრივი ვაჭრობა 2010 წელს გაიზარდა. ევროკავშირის ექსპორტი საქართველოში გაიზარდა 31,6 პროცენტით გასულ წელთან შედარებით, მაშინ, როცა საქართველოს ექსპორტი ევროკავშირში 7,1%-ით გაიზარდა. თუმცა, კვლავაც არსებობს იმის საჭიროება, რომ მოხდეს საქართველოს ექსპორტის დივერსიფიკაცია, რომელიც ამჟამად მხოლოდ შედარებით დაბალი ღირებულების საქონელზეა კონცეტრირებული (კერძოდ, 2010 წელს ევროკავშირის ბაზარზე საქართველოს ექსპორტის 71,8 % მინერალური პროდუქტები შეადგენდა.

საქართველო განაგრძობდა GSPპლიუსით სარგებლობას. ეს გაზრდილი პრეფერენციები უნდა დაეხმაროს საქართველოს ექსპორტის სტრუქტურის დივერსიფიკაციასა და გააუმჯობესოს მისი ექსპორტი. თუმცა, ზემოხსენებული პრობლემები, თუკი ისინი არ გადაიჭრა, დიდი საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს GSP პლიუსის სისტემაში მონაწილეობას, ვინაიდან  GSP პლიუსის აუცილებელი პირობაა ქვეყნის შესაბამისობა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ძირითად კონვენციებთან და გაეროს კონვენციებთან.“

 

 

სტუმრები:

ჩვენ გვყავს 168 სტუმარი ხაზზე