|
|
|
მიუხედავად იმისა, რომ პროფკავშირები კვლევაში შეტანილი ინსტიტუციების ჩამონათვალს ასრულებს, მისდამი მოსახლეობის ნდობის მაჩვენებელი, წინა კვლევასთან შედარებით, გაზრდილია. IRI-ის, USAID-ის, Baltic Surveys/The Gallup Organization-ის, IPM-ის მიერ 2009 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვით, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებისადმი ნდობა გამოკითხულთა 25%-მა გამოხატა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მაშინ, როცა საქართველოს პროფკავშირები ამ ტიპის კვლევებში მოხვდა, მისდმი ნდობა მოსახლეობის მხოლოდ 7%-ს ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ, კვლევის მიხედვით, საქართველოს პროფკავშირებს იმაზე ნაკლები ადამიანი არ ენდობა, ვიდრე პოლიტიკურ პარტიებს. საგულისხმოა ისიც, რომ საქართველოს პროფკავშირების, ეკლესიისა და მედიის გარდა, კვლევის საგანს მხოლოდ სახელმწიფო სტრუქტურები წარმოადგენდნენ. საქართველოს პროფკავშირების გასწვრივ დასმული 26% ნიშნავს იმას, რომ ყოველ მეოთხე ადამიანს აქვს ნდობა პროფკავშირებისადმი. ეს მაჩვენებლი მნიშნელოვანია იმ ფონზე, როდესაც საქართველოს პროფკავშირების, როგორც ინსტიტუტის მიმართ, ქვეყანაში დაუფარავი და აგრესიული ბრძოლა მიმდინარეობს. ამასთან, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება გარკვეული ეჭვით უყურებს კვლევის მონაცემებს. საინტერესოა, როგორ მოიპოვა ნდობის 42% ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, როცა მისდამი საზოგადოების დამოკიდებულება საყოველთაოდ ცნობილია; რაზე დაყრდნობით უცხადებს ნდობას 53% სასამართლოს, თუკი ამ ინსტიტუტთან დაკავშირებით ქვეყანაში უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს; რატომ ენდობა გამოკითხულთა 71% მედიას, როდესაც მედიის თავისუფლების შესახებ მოთხოვნამ საქართველოში პიკს მიღწია მიაღწია? ასეთი შეუსაბამობა, ამ ანგარიშში, სამწუხაროდ, ბევრია. კვლევის უშუალო განმახორციელებლების პოლიტიკური სიმპატიების გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ საბოლოო ციფრები სრულად არ ასახავს რეალობას და მათი გამოყვანა, როგორც საქართველოს პროფკავშირების, ისე სხვა ინსტიტუციების მიმართ, სწორედ პოლიტიკურ კონიუნქტურას დაექვმედებარა. |











02.06.11 IRI-ს ბოლო კვლევის მიხედვით, რომელიც 2011 წლის აპრილ-მაისში ჩატარდა, საქართველოს პროფესიული კავშირებისადმი მოსახლეობის ნდობის მაჩვენებელმა 26%- შეადგინა.

