ITUC-ის კონგრესში პროფკავშირების ახალგაზრდული მოძრაობა მონაწილეობს

პროფკავშირები და დემოკრატია, გენდერული თანასწორობა, ადამიანის უფლებები, სოციალური თანასწორობა, პროფკავშირების სამომავლო ხედვა – ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ პროფკავშირების საერთაშოროსო კონფედერაციის მეოთხე ყრილობაზე დანიაში, რომელშიც საქართველოს პროფკავშირების თავმჯდომარესთან ერთად, გაერთიანების ახალგაზრდული მოძრაობის აქტივისტი ანანო ბედიაშვილიც მონაწილეობს.
ანანო ბედიაშვილს ჰქონდა პატივი მიემართა სუბ-პლენარული სხდომის მონაწილეებისთვის. ქართველმა აქტივისტმა გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ახალგაზრდა მემარცხენე ლიდერების განვითარების ხელშეწყობასა და ორგანაიზინგის კამპანიებზე საქართველოში. ასევე შეეხო გაფიცვებს და იმ კვლევებს, რომელიც პროფკავშირების ახალგაზრდულმა მოძრაობამ, ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ჩაატარა სუპერმარკეტების ქსელებში.
ანანო ბედიაშვილი კონფერენციაში მონაწილეობს მრჩეველის სტატუსით და ასევე, როგორც GOA-ს ახალგაზრდა ორგანაიზერი. კონფერენციაში მონაწილეობას იღებს 168 ქვეყნის 328 პროფკავშირული გაერთიანება, მათ შორის საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებაც, რაც სულ 2000-მდე დელეგატს გულისხმობს. საერთაშორისო კონგრესი კოპენჰაგენში 2-დან 7 დეკემბრის ჩათვლით იმართება.