ITUC – პროფკავშირულ საქმიანობაში ინტერვენციის შემაშფოთებელი ნიშნები ჩანს
09 / 09 / 2017
აღნიშნული კამპანია მდგომარეობს ძირითადი მეინსტრიმული და სოციალური მედიის არხების გამოყენებაში, რომელიც მოჰყვა პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის (ITUC)-ის აფილირებული წევრის – საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების მხრიდან 24 აგვისტოს რკინიგზის მუშაკთა შრომითი კონფლიქტის მხარდაჭერას.
შარან ბაროუმ, პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის (ITUC)-ის გენერალურმა მდივანმა განაცხადა: „საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება, ირაკლი პეტრიაშვილის ხელმძღვანელობით, ყოველთვის იყო ლიდერი საქართველოში მშრომელთა უფლებების დაცვის საკითხში, მიუხედავად იმისა თუ რომელი პოლიტიკური ტენდენცია იყო ქვეყნის ხელისუფლებაში, მან ეს საქმე საერთაშორისო დონემდე აიყვანა და 2015 წლიდან ის პან-ევროპული რეგიონული საბჭოს პრეზიდენტად გვევლინება“.
მომავალი არჩევნების გათვალისწინებით, პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის (ITUC)-ი განიხილავს საქართველოს პროფკავშირების (GTUC)-ის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას როგორც სახელმწიფოს მხრიდან პროფკავშირულ საქმიანობაში ინტერვენციის შემაშფოთებელი ნიშანი. პროფკავშირული აქტივისტები და დელეგატები გვაწვდიან ინფორმაციას რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლები ახდენენ გავლენას მათზე, ადგილობრივ პროფკავშირებზე, რათა ძირი გამოუთხარონ საქართველოს პროფკავშირების (GTUC)-ის ხელმძღვანელობას.
„ჩვენთვის მიუღებელია საქართველოს პროფკავშირების (GTUC)-ის დემოკრატიულ პროცესებში ნებისმიერი ჩარევა სახელმწიფო ან პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან, რაც იქნება შსო-ს სტანდარტების აშკარა დარღვევა. საკითხის სერიოზულობიდან გამომდინარე, ჩვენ მზად ვართ დავაყენოთ აღნიშნული საკითხი შსო-ს, ევროკავშირის, ევროსაბჭოს და სსვა შესაბამისი ინსტიტუტების წინაშე “- განაცხადა შ. ბაროუმ
განცხადების დედანი იხილეთ თანდართულ მისამართზე.
http://www.ituc-csi.org/georgia-government-interference-in