ITUC-ის ანგარიში პროფესიული კავშირების უფლებების დარღვევების შესახებ

logo-headerყოველწლიურად, საერთაშორისო პროფესიული კავშირების კონფედერაცა, (ITUC) აქვეყნებს სპეციალურ ანგარიშს, რომელშიც ასახულია იმ ქვეყნების მდგომარეობა, სადაც პროფკავშირული უფლებები განსაკუთრებულად ხშირად ირღვევა. 2013 წლის კვლევის მიხედვით საქართველო რისკის ქვეშ მყოფ ქვეყნებს შორის მე-6 ადგილზეა. მას უსწრებს: ზიმბამბვე, სვიზერლანდი, გუატემალა, ბირმა და ფიჯი.

წლების განმავლობაში საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება მიხეილ სააკაშვილის მთავრობისგან სერიოზულ რეპრესიებს განიცდიდა. 2006 წელს მათ მიერ მიღებული შრომის კოდექსი პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის N87 კონვენციასთან თავისუფალი ასოციაციებისა და შრომის უფლებების დაცვის შესახებ და შსო-ს N98 კონვენციასთან კოლექტიური მოლაპარაკებების შესახებ – ორივე კონვენცია საქართველოს მთავრობის მიერ არის რატიფიცირებული. მართალაც, შრომის კოდექსი შეიქმნა ისე რომ არ იქნა გათვალისწინებული მშრომელთა უფლებები. ის გამორიცხავს მშრომელთა დაცვას დისკრიმინაციისგან, მათ შორის პროფკავშირის წევრობის საფუძველზე, არ აღიარებს კოლექტიურ მოლაპარაკებების როლს, ქვეყანაში არ არსებობს შრომის ინსპექცია და სხვა… ხდებოდა პროფკავშირების წევრების დათხოვნა და მიუხედავად იმისა რომ მათზე ხორციელდებოდა ანტიპროფკავშირული დისკრიმინაცია, 2006 წელს მიღებული შრომის კოდექსის საფუძველზე სასამართლო ვერ აკმაყოფილებდა მათ საჩივარს. ამ ცვლილებებმა ბალანსი დაარღვია ძალაუფლების მქონე დამსაქმებელსა და დაზარალებულ დასაქმებულებს შორის.

მთავრობამ ასევე შრომის სამინისტროს დაავალა გაეწია ქვეყანაში შრომის ინსპექტირება. მიუხედავად ამისა არ არის ერთი ადამიანიც კი რომელიც დაკავებულია და პასუხიმგებელია ამდაგვარი საქმიანობით სამრეწველო ურთიერთობებში (შრომითი დავები, შერიგება, კოლექტიური მოლაპარაკებები პროფესიული კავშირებთან და ა.შ.) ასევე არ არსებობს 1 ადამიანი რომელიც მუშაობს მშრომელების შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის საკითხებზე. 2006 წლიდან არ ხდება სამუშაო ადგილების შემოწმება, რადგან ეს არ რეგულირდება შრომის კოდექსითა და სხვა კანონებით. ხშირად, შრომითი დავების განხილვა სასამართლოებში ხდება. იმის გათვალისწინებით რომ შროიმის ინსპექცია არ არსებობს, ქვეყანაში არ არსებობს კადრი, რომელიც შრომის კანონისა და სამრეწველო ურთიერთობების შესახებ გადის ინსტრუქტაჟს. 2012 წლის შრომის საერთშორისო ორგანიზაციის კონვენციების იმპლემენტაციისა და რეკომენდაციების ექსპერტთა კომიტეტის დასკვნით, 2006 წელს შრომის ინსპექციის გაუქმებით არ არსებობს საჯარო ინსტიტუტი რომელიც ქვეყანაში გააკონტროლებს შრომის კანონმდებლობის იმპლემენტაციას. მათ შორის ბავშვთა შრომას. კომიტეტი მთავრობას მიმართავს, რომ აღადგინოს შრომის ინსპექცია რომელიც შეძლებს კონტროლს არაფორმალურ სექტორშიდაც N138 კონვენციის ვალდებულებების მიხედვით.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციური პარტიათა კოალიციამ მილიარდერი ბიზნესმენის ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით, პარლამენტში 150 ადგილიდან 85 დაიკავა. ეს არჩევნები იყო ერთგვარი “სიგნალი“ მთავრობის დამოკიდებულების შეცვლისა პროფკავშირის მიმართ. გრძელვადიანი მოლაპარაკების შეფერხების შემდეგ, შრომითი კანონმდებლობის შესახებ ნაბიჯები გადაიდგა და სამუშაო ცვლილებების პროექტი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციით შევიდა პარლამენტში. პროფკავშირებისა და უცხოელი მთავრობების ზეწოლით, პატივი ეცათ მშრომელთა უფლებებისთვის, შეიქმნა პოლიტიკური გარემო ამ რეფორმების განსახორციელებლად.

2012 წლის დასასრულიდან შეიცვალა პოლიტიკური კლიმატი, შეურაწყოფილმა მუშებმა დაიწყეს გაფიცვის უფლებების გამოყენება. ამის მაგალითია ფოთი, სადაც ადმინისტრაციამ 2007 წლიდან გააუქმა პროფკავშირები და მასობრივად ათავისუფლებდა მუშებს პროფკავშირული ნიშნით. ასევე დალუქულ იქნა პროფკავშირების ოფისიც. ეს საქმე განხილულ იქნა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ და რის შედეგადაც მათ წერილი კრიტიკული რეკომენტაციებით მიმართეს მთავრობას არსებული სიტუაციების გამო. თუმცა მთავრობამ არ გაითვალისწინა შსო-ს რეკომენდაციები. 2012 წლის 9-10 ოქტომბერს გაიფიცნენ დოკერები. ისინი აპროტესტებდნენ შრომით კონტრაქტებს, თვიურ ხელფასებს, რომელიც თვეში 600 ლარს (362$) წარმოადგენს და მნიშვნელოვნად ნაკლებია იმ დასაქმებულთა რაოდენობა რომელთა ხელფასი 1000 ლარს (603$) შეადგენს. ასევე ისინი აპროტესტებდნენ სამუშაო აღჭურვილობის არქონას და ა.შ. პროფესიული კავშირების ჩარევით მას შემდეგ რაც მოლაპარაკებების დაიწყო ადმინისტრაციასთან, მუშებმა შეწყვიტეს შიმშილობა. მას შემდეგ რაც ადმინისტრაციამ პასუხისმგებლობა აიღო საჩივრების განხილვის თაობაზე, 11 ოქტომბერს მუშები სამუშაო ადგილებს დაუბრუნდნენ. ამის შემდეგ აღდგა ფოთის პორტის საწარმოს პროფკავშირები. არჩეულ იქნა კომიტეტის წევრები, შემუშავდა მოთხოვნათა ჩამონათვალი და იფიციალური წერილი გაიგზავნა ადმინისტრაციასთან კოლექტიური მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით.

ათასობით მასწავლებელს იძულების წესით დაატოვებინეს პედაგოგთა და მეცნიერთა პროფესიული კავშირები

2012 წლის 15 ოქტომბერს მუშები გაიფიცნენ ჭიათურის გამამდიდრებელ ქარხანაში. მეშახტეების თქმით, ადმინისტრაცია აწარმოაებდა ორმაგ ბუღალტერიას. მათი შრომის უსაფრთხოების პირობები ძალიან მძიმეა, რასაც ბოლო 3 წლის განმავლობაში რამდენიმე მუშის სიკვდილი და ჯანმრთელობის პრობლემების დაზიანება მოჰყვა. ადმინისტრაციას არ გადაუხდია არანაირი კომპენსაცია გარდაცვლილთა ოჯახის წევრებისათვის, გარდა დაკრძალვის ხარჯებისა, რადგან გამოძიების დროს ბრალი დაზარალებულებს წაუყენეს. მაღაროელების ყოველდღიური რაციონი მოიცავს 2 ნაჭერ პურს, 2 მოხარშულ კვერცხს და 1 ჭიქა იოგურტს. მუშები აცხადებდნენ, რომ საკვები ხშირად გაფუჭებულიც ყოფილა. მეშახტეები ასევე აცხადებდნენ რომ ისინი იმყოფებოდნენ ნუგზარ ჯოხაძის, ითხვისის მეტალურგიული ქარხნის დირექტორის ზეწოლის ქვეშ. ჯოხაძემ ერთ-ერთ მუშას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაწყოფა მიაყენა. აკაკი გურჯიძის, ქარხნის გენერალური მენეჯერის მიერ ჩამოყალიბდა ე.წ. ყვითელი პროფკავშირი. ეს პროფკავშირი საწარმოში ადმინისტრაციის აქტივობებს უჭერდა მხარს და არსებობდა მუშების გადახდილი ხელფასების საწევროებით რაც თვეში 15 000 ლარს შეადგენს. 2010 წლიდან საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ცდილობდა შეექმნა ნამდვილი პროფესიული კავშირი ჭიათურაში და მხარს უჭერდა 2012 წლის გაფიცვებსაც.

ბოლო დარღვევები

მეტალურგიის სექტორი: პროფესიულ კავშირებზე ზეწოლის ალბათ ყველაზე ნათელი მაგალითია “ჰერკულესის“ ქარხნის მაგალითი. 2011 წლის სექტემბერში გამგებელმა და რამდენიმე ათეულმა პოლიციელმა 150 კაციანი გაფიცვა დაარბიეს “ჰერკულესის“ ფოლადის ქარხანაში. მუშები იძულებულნი გახდნენ დაბრუნებოდნენ სამუშაო ადგილებ. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ დაჭერით ემუქრებოდნენ. მუშებს ასევე იძულებით მოაწერინეს ხელი დოკუმენტს, რომლის საფუძველზედაც ისინი უარს აცხადებდნენ პროფკავშირების წევრობაზე. მუშები გაიფიცნენ იმისთვის, რომ თანამდებობიდან გაანთავისუფლეს რამდენიმე პროფკავშირელი ლიდერი და ასევე ითხოვნდნენ კოლექტიური ხელშეკრულების კეთილსინდისიერად შესრულებას. ქარხანაში დასაქმებული ინდოელებიც იმყოფებოდნენ მძიმე პირობებში. ჰქონდათ დაბალი ანაზღაურება და ჩამორთმეული ჰქონდათ პასპორტები. ზოგიერთმა მათგანმა მოითხოვა სახლში დაბრუნება, მაგრამ ადმინისტრაციისგან უარი მიიღო.

დარღვევები პედაგოგთა და მეცნიერთა პროფესიულ კავშირებში: მას შემდეგ, რაც 2010 წელს საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა პროფესიული კავშირების პრეზიდენტად აირჩიეს ქალბატონი მანანა კობახიძე, მთავრობამ გაწყვიტა თანამშრომლობა პროფესიულ კავშირებთან. მთავრობამ აიძულა სკოლის ხელმძღვანელობებს პროფკავშირების საწევროები გადაერიცხათ ბუღალტრული წესით. შედეგად, მარტვილის რესუსცენტრის ბრძანებით, (რესუსცენტრი ეკუთვნის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს) მარტვილში შეჩერდა საწევროების გადარიცხვა. დირექტორები იძულებულნი გახდნენ პედაგოგებისთვის დაებრუნებინათ საწევრო ანარიცხები.

საერთაშორისო ორგანიზაციების ზეწოლის შედეგად, 2011 წლის მიწურულს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ პედაგოიგთა და მეცნიერების პროფესიულ კავშირთან რამდენიმე შეხვედრა გამართა. შეხვედრების დროს განხილულ იქნა საწევრო მოსაკრებლების დაქვითვის საკითხი. თუმცა მოლაპარაკებები ამ საკითხთან დაკავშირებით დაიბლოკა იმ არალეგიტიმური მოტივით, რომ ქვეყანაში მოხდებოდა 1/3 პედაგოგთა უნიონიზაცია. შედეგად, საწევრო ანარიცხების შეგროვება ხდება ინდივიდუალური საბანკო გადარიცხვებით, რომელიც ართულებს პროცვესებს. გარდა ამისა, ხდებოდა პროფკავშირების შიდა საქმეებში ჩარევაც მთელი ქვეყნის მასშტაბით. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მითითებით, ყოველდღიური ზეწოლა ხორციელდებოდა იმ პროფკავშირის წევრ პედაგოგებზე, რათა მათ დაეტოვებინათ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა პროფესიული კავშირები.

გარდა ამისა, სამინისტროს დავალებით სკოლის დირექტორებისგან ხორციელდებოდა ზეწოლა პედაგოგებზე იმ მიზნით, რომ ისინი გამოსულიყვნენ პროფესიული კავშირებიდან, არ შეხვედრილიყვნენ პედაგოგთა და მეცნიერთა პროფესიული კავშირების წარმომადგენლებს და არ მიეღოთ მათ ღონისძიებებში მონაწილეობა (მათ შორის სამუშაო ადგილების გარეთაც). ამავე დროს, ყვითელ პროფესიული კავშირს ჰქონდა შესაძლებლობა გაეკეთებინა შეხვედრების ორგანიზება სკოლებში. 2012 წლის ივნისში ყვითელი პროფკავშირის პრეზიდენტი გახდა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანამშრომელი. ეს ყველაფერი მოხდა მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლის იანვარში საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა პროფესიულმა კავშირებმა წერილით მიმართა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს იმის თაობაზე რომ თანამშრომლობაზე მზადყოფნას აცხადებდა.

საქართველოს რკინიგზა: 2010 წლის 29 ივლისს პროფკავშირებმა საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციისაგან მიიღო წერილი, რომლის საფუძველზედაც პროფკავშირებს საკუთარ თავზე უნდა აეღო სხვადასხვა ხარჯები. მათ შორის სამედიცინო ხარჯები, დაახლოებით 3,5 მილიონი ლარის (1.7 მილიონი ევრო) ოდენობით. რკინიგზის წერილის საფუძველზე თუ 5 დღის ვადაში არ მოხდებოდა რეაგირება, მაშინ მოლაპარაკებები შეწყდებოდა პროფკავშირთან. პროფკავშირებში დაიწყო განხილვები ამ საკითხთან დაკავშირებით და მეორე დღეს, 2010 წლის 30 ივლისს გაუგზავნა ოფიციალური პასუხი, რომლის მიხედვით, 3.2 პუნქტით ცალმხრივად გადაწყვეტილების უფლება ადმინისტრაციას არ ჰქონდა. რის შედეგადაც შეწყდა საწევრო ანგარიშების დაქვითვა. 12 აგვისტოს პროფკავშირებმა ადმინისტრაციის წინააღმდეგ შეიტანეს სარჩელი. სასამართლომ პროფკავშირების წინააღმდეგ გამოიტანა განაჩენი.

პროფკავშირები დადის თითოეულ წევრთან და დებს ხელშეკრულებებს, რათა მათი საწევროს გადარიცხვა მოხდეს პროფკავშირების ანგარიშზე. ეს არის ძალიან ნელი პროცესი, რაც სერიოზულად აზარალებს პროფკავშირების ფინანსურ მდგომარეობას. ამასთანავე, თითოეული გადარიცხვის დროს ბანკიც აკისრებს მათ 25%-ის (მომსახურების) გადასახადს. პროფკავშირების ბევრ წევრს ეშინია ხელი მოაწეროს ხელშეკრულებას, რადგან ისინი კვლავ სახელმწიფოს/კომპანიის ზეწოლისა და შიშის ქვეშ იმყოფებიან.

მთავრობის ჩარევა პროფესიული კავშირების საქმიანობაში:

განათლება: საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა პროფესიული კავშირების ლიდერს, ქალბატონ მანანა ღურჭუმელიძეს ძალადობისა და ზეწოლის საფუძველზე მოუხდა თანამდებობის დატოვება, რის გამოც მან პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა და ამჟამად ცხოვრობს კანადაში. საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა პროფესიული კავშირების წევრები ასევე ზეწოლის შედეგად იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ ნამდვილი პროფესიული კავშირები და შეერთებოდნენ ყვითელ პროფკავშირს. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ემუქრებოდნენ განთავისუფლებით. ზუგდიდში (სამეგრელო) დაახლოებით 1000 მასწავლებელი, ხოლო ქუთაისში 1 დღეში 500–მდე პედაგოგი გავიდა პედაგოგთა და მეცნიერთა პროფესიული კავშირებიდან. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან პროფესიული კავშირების ახლადარჩეულ პრეზიდენტს, ქალბატონ მანანა კობახიძეს სატელეფონო ზარებით ემუქრებოდნენ მოკვლით, თუ არ დატოვებდა თავისი ნებით აღნიშნულ თანამდებობას.

რკინიგზა: 2011 წლის 8 აპრილს, საქართველოს კრინიგზის ხაშურის სადგურის დირექტორმა ყრილობის დელეგატებს აუკრძალა რკინიგზის კონგრესზე დასწრება და დაემუქრა სამსახურიდან განთავისუფლებით. ასევე ხაშურში სარკინიგზო ხაზის დეპარტამენტის უფროსი, ზაზა ჭყოიძე 8 დელეგატს დაემუქრა სამსახურიდან განთავისუფლებით თუ ისინი დაესწრებოდნენ ყრილობას. ასევე სამსახურიდან გაგდებით დაემუქრა 2 კრინიგზელ დელეგატს ვასილ კურტანიძე. 10 აპრილის დილას, ხაშურში როდესაც ერთ-ერთი დელეგატი ხაშირის სადგურიდან ყრილობაზე დასასწრებად მოდიოდა, მასთან მივიდა უცნობი პირი და ცდილობდა მუქარით გადაეფიქრებინებინა კონგრესზე დასწრება. ამ ზეწოლების შედეგად, რამდენიმე დელეგატი არ ესწრებოდა ყრილობას. 24 რეგიონალური დელეგატიდან მხოლოდ 9 ესწრებოდა ყრილობას. 38 სამტრედიელი დელეგატიდან მხოლოდ 15 ესწრებოდა. თბილისში კონგრესამდე რამდენიმე დღით ადრე, სალიანდაგო და საექსპლოატაციო დეპარტამენტის დელეგატების დაშინება ხდებოდა რკინიგზის ადმინისტრაციის მხრიდან. 2011 წლის 22 ივნისს, მერაბ თარგამაძე, გამგეობის წევრი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე განთავისუფლებულ იქნა დაკავებული თანამდებობიდან. 2011 წლის დეკემბერში რეორგანიზაციის მოტივით, ვიტალი გიორგაძე, (ერთ-ერთი ყველაზე აქტიური პროფკავშირელი) გაანთავისუფლეს სამსახურიდან. ასევე სხვა გამგეობის წევრებიც განიცდიდნენ ზეწოლას და უმრავლესობა განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობებიდან.

მედიცინა: საქართველოში სამედიცინო სექტორს აკონტროლებს 2 კომპანია: სს “ალდაგი ბი სი აი“ და სს “ჯი პი აი“ ჰოლდინგი. ახალმა მფლობელებმა მოახდინეს პრივატიზაცია სავაადმყოფოებისა და სახელმწიფო პოლიკლინიკების, რის შემდეგაც აკრძალეს ყოველგვარი მოლაპარაკებები პროფკავშირებთან და აქტიურად ეწეოდნენ იმ ექიმების დათხოვნას, რომლებიც თანამშრომლობნენ პროფესიულ კავშირებთან. სამედიცინო პერსონალის ნაწილს მოუწია პროფკავშირებიდან გასვლა. გაუქმდა 116 პროფკავშირული ორგანიზაცია და წევრების რაოდენობა შემცირდა 798–მდე (41%ით). უფრო მეტიც – 32 კოლექტიური ხელშეკრულება გაუქმდა და არ დაიდო არც ერთი ახალი კოლექტიური ხელშეკრულება. “ალდაგის“ ადმინისტრაციამ უარი განაცხადა პროფკავშირებთან თანამშრომლობის. “ჯი პი აი ჰოლდინგმა“ კი გააგრძელა ურთიერთობა პროფკავშირთან, მაგრამ მოლაპარაკებები ფაქტიურად არ გამართულა. აქედან გამომდინარე, სამედიცინო სექტორში შრომითი ურთიერთობების ფუნქციონირება ფაქტობრივად შეწყდა.

საჯარო მოხელეები: 2011 წლის აგვისტოში ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ჩარევის შედეგად, 14 ქალაქსა და რეგიონში შეწყდა საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირების არსებობა, რის შედეგადაც, პრგანიზაციამ დაკარგა 2350 წევრი. 4 მუნიციპალურ ერთეულში გაუქმდა პროფკავშირები. 2011 წლის დასაწყისში პროფკავშირების წევრები იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ პროფკავშირები. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ემუქრებოდნენ სამსახურის დატოვებით. პირად საუბრებში პროფკავშირების ლიდერთან მათ განაცხადეს, რომ ადმინისტრაციამ ბრძანება მიიღო ხელისუფლების წარმომადგენლებისაგან.

ტელეკომუნიკაცია: “სილქნეტი“ საქართველოში არის ტელეკომუნიკაციების კომპანია. ამ კომპანიიდან გასულ წელს პროფესიული კავშირების კომიტეტის 19 თანამშრომელი გათავისუფლებულეს თბილისსა და რეგიონებში. წერილი 2012 წლის 20 ივლისს გადაეცა სამხრივი კომისიის სხდომას მათი განთავისუფლების საკითხთან დაკავშირებით, ეს საქმე დღემდე არ არის განხილული. საქართველოს მთავრობამ “სილქნეტთან“ დადებული კოლექტიური ხელშეკრულება სოციალური დიალოგისა და თანამშრომლობის ყველაზე კარგ მაგალითად აღიარა. მიუხედავად ამისა, კომპანიის მენეჯერი გამგზავრების შემდეგ რომელმაც პასუხიმგებლობა აიღო მოლაპარაკებებზე, სიტუაცია სწრაფად გაუარესდა. კომპანიამ მას შემდეგ ყოველგვარი დიალოგი გაწყვიტა პროფკავშირებთან. 2012 წლისათვის კომუნიკაციების პროფესიული კავშირების წევრების რაოდენობა შემცირდა 37.7%-მდე.

საეჭვო საქმიანობები

კერძო სექტორში, ხელშეკრულებების 80-90% იდება მოკლე ვადით, 2-3 თვის განმავლობაში. დასაქმებულები ამგვარი კონტრაქტებით აგრძელებენ მუშაობას წლების განმავლობაში. ამგვარი კონტრაქტები გავლენას ახდენენ დასაქმებულების შვებულებაზე, პენსიებზე და სხვა შეღავათებზე. მოკლევადიანი კონტრაქტები შეინიშნება საჯარო სამსახურშიც, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი ასრულებენ ტექნიკურ სამუშაოებს.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება წლების განმავლობაში განიცდიდა სერიოზულ ზეწოლას. საქარტველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება აქტიურად არის ჩართული რეფორმის პროცესში. ქმნის ახალ პროფესიულ კავშირებს და მუშაობს იმ ორგანიზაციების აღდგენაზე, რომელსაც სააკაშვილის ხელისფლებამ სერიოზული ზიანი მიაყენა.