
ირაკლი პეტრიაშვილის შეხვედრა გერმანიის ელჩთან
19 / 11 / 2018
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს სოციალური პოლიტიკა, მათ შორის შრომით სფეროში არსებული მდგომარეობა და გამოწვევები. ბატონი ელჩი დაინტერესდა საქართველოს პროფკავშირობის საქმიანობით, სოციალური დიალოგის მიმდინარეობითა და მისი სამომავლო პერსპექტივებით. შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ ორმხრივი კომუნიკაციის გააქტიურებაზე, ინფორმაციის ურთიერთგაცვლაზე, განისაზღვრა თანამშრომლობის სამომავლო პრიორიტეტები.