
IMPAQ International-ის დელეგაციამ და პროფკავშირების გაერთიანებამ შრომითი კანონმდებლობის აღსრულების გაძლიერებაზე იმსჯელეს
12 / 06 / 2019
შეხვედრაზე განიხილეს შრომის უსაფრთხოების მიმართულებით ბოლო პერიოდში პროფკავშირების მიერ ინიცირებული ცვლილებები – რომელიც შრომის უსაფრთხოების კანონში აისახა და ამ ცვლილებების იმპლემენტაციის პრობლემები. ისაუბრეს სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევების სტატისტიკაზე. მხარეები შეთანხმდნენ მჭიდრო თანამშრომლობაზე შრომის უსაფრთხოების და შრომითი უფლებების დაცვის მიმართულებით.