იბერიის თანამშრომლებმა კომპანიას სასამართლო დავა მოუგეს

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ, ტელეკომპანია „იბერიას“ ყოფილი 33 თანამშრომლის სასარგელოდ საქმე საქალაქო სასამართლოში მოიგო.

ყოფილი თანამშრომლები ტელეკომპანიისგან 2 თვიანი კომპენსაციის გადახდას და ასევე ნამუშევარი 6 დღის ანაზღაურებას მოითხოვენ. დავა ერთი წელია გრძელდება.

ტელეკომპანიის თანამშრომლები სამსახურიდან გაუფრთხილებლად გაანთავისუფლეს 2018 წლის ოქტომბრის თვეში. ტელეკომპანიისთვის დაკისრებულმა თანხამ 77 000,00 ლარი შეადგინა.