
გორში წისქვილკომბინატის თანამშრომლები გაიფიცნენ
15 / 03 / 2019
მოლაპარაკების პროცესში მშრომელებთან ერთად დღეს ერთვება პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი, რომელიც 5ის ნახევარზე სპეციალურ განცხადებას გააკეთბს
„გაფიცვაში მონაწილეობის გამო გამათავისუფლეს სამსახურიდან. პროფკავშირებში რომ ვარ და აქ ვდგავარ, მაგიტომ. არ უნდა იყოს ზეწოლა და შრომის უფლებები უნდა დაიცვან“, – უთხრა ლაშა მთვარელიძემ რადიო თავისუფლებას.
საქართველოს აგრარული მეურნეობის პროფკავშირის თავმჯდომარის, გიორგი დიასამიძის თქმით, მას შემდეგ, რაც გაფიცვა დაიწყო, 14 მარტს, წისქვილკომბინატ “კარმენის“ დირექტორმა გაათავისუფლა 8 ადამიანი, ხოლო 13 ადამიანს სასტიკი საყვედური გამოუცხადა.
წისქვილკომბინატ “კარმენის” თანამშრომლების განცხადებით, უკვე შვიდი წელია, რაც ისინი ხელფასის მომატებას ითხოვენ.
© რადიო თავისუფლება