GMTU – ახალი “კარმუშკა” საზმაუში

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი ჟურნალისტის, მედიის პროფესიური კავშირის თავმჯდომარის, ლაშა მესხის ინფორმაციით, საზოგადოებრივ მაუწყებელში ახალი მენეჯმენტის მოსვლიდან მხოლოდ 2 თვეში სახელფასო ფონდი თითქმის 25 000 ლარით გაიზარდა, ხოლო საერთო ხარჯები 200 000 ლარს ბევრად აღემატება. გაზრდილი სახელფასო პოლიტიკის, ასევე ტელეკომპანია GDS-ის თანამშრომელთა პორტირების საკითხზე დღეს ლაშა მესხმა პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე გოჩა ალექსანდრიასთან ერთად პრესკონფერენცია გამართა. ლაშა მესხის ინფორმაციით, წინა მენეჯმენტის პირობებში 2016 წლის მეოთხე კვარტალში, ოქტომბერსა და ნოემბერში საზოგადოებრივი მაუწყებლის სახელფასო ფონდი 3 676 766 ლარი იყო. ახალი მენეჯმენტის პირობებში კი იანვრისა და თებერვლის თვეებში საზოგადოებრივი მაუწყებლის სახელფასო ფონდმა 3 701 096 ლარი შეადგინა. სხვაობა 24 330 ლარია და აღნიშნულ მონაცემებში არ შედის GDS-ის ყოფილი თანამშრომლების ანაზღაურება, რაც, ლაშა მესხის შეფასებით, სავარაუდოდ თანხას გააორმაგებს.

17621636_10154701920063073_7984115602527681941_o 17622037_10154701921173073_6852930760545014097_o 17622043_10154701920623073_6337046480922340279_o 17622118_10154701920468073_1476470698734281998_o 17632199_10154701920883073_7824173107838194638_o 17632376_10154701920738073_5677586468644315554_o 17635365_10154701921328073_8876201856910863628_o

 აღსანიშნავია, რომ მონაცემებში შესული არ არის „ჯიდიესიდან“ გადმოსული თანამშრომლების ანაზღაურება. “საზოგადოებრივ მაუწყებელში გრძელდება საბიუჯეტო თანხების ხარჯვის ზრდა. წინა მენეჯმენტის მანკიერი პრაქტიკა ამ დრომდე ძალაშია. “ახალი” მენეჯმენტი, რომელიც მაუწყებელში არსებულ კორუფციაზე და ეწ „კარმუშკაზე“ ღიად საუბრობდა თავადვე უშვებს იმ შეცდომებს, რომლის გამოსაწორებლადაც თითქოსდა თავად მოვიდა.
“ახალი მენეჯმენტის მოსვლიდან მხოლოდ 2 თვეში სახელფასო ფონდი თითქმის 25 ათასი ლარით გაიზარდა, ხოლო საერთო ხარჯები 200 ათას ლარს ბევრად აღემატება. ეს იმ ფონზე ხდება, როცა ახალი ანუ კოჰაბიტირებული მენეჯმენტი გადაცემების დახურვას და ადამიანების სამსახურიდან მასიურ დათხოვნას, საბიუჯეტო ხარჯების დაზოგვის მიზნით აანონსებდა. მტკივნეული პროცესები მაშინ პროფკავშირების, საზოგადოებისა და მესამე სექტორის აქტიური ჩართულობით დროებით, გადაიდო, თუმცა ცეცხლი ჯერ არ ჩამქრალა. რათქმაუნდა დღევანდელი რელობა და ზემოთაღნიშნული მონაცემები ცხადყოფს იმას, რომ მენეჯმენტის განზრახვა გადაცემების მასიურ დახურვაზე სულ სხვა ინტერესებს ემსახურებოდა.
ალბათ, ლოგიკურია ისიც, რომ ტელეკომპანია ჯიდიესიდან თანამშრომელთა პორტირება ყოველგვარი ტესტირებისა, თუ კონკურსის გარეშე მოხდა. ეს და სხვა მრავალი ფაქტი, მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ საკადრო პოლიტიკას მხოლოდ პირადი სიმპათიები წყვეტს, რაც უდიდესი პრობლემაა იმ კუთხითაც, რომ საქმე საბიუჯეტო სახსრებს, ხალხის ფულს ეხება! რომ არაფერი ვთქვათ საინფორმაციო გამოშვების მიმართ უნდობლობასა და პროცესების ბუნდოვანებაზე. საგულისხმოა, ის ფაქტიც, რომ აღნიშნულ მონაცემებში ჯერ ჯერობით არ არის ასახული ტელეკომპანია „ჯიდიესიდან“ გადმოყვანილი თანამშრომლების ანაზღაურება.
პროცესები მარტივია, მენეჯმენტი, რომელიც მოვიდა არხის ასაყვავებლად, კოალიციას კრავს ძველ მენეჯმენტთან და ასე ერთხმად ხდება საზოგადოებრივი მაუწყებლის კიდევ უფრო უარეს დღეში ჩაგდება. თუ ჩვენ სწორება გვაქვს ევროკავშირზე, ბიბისიზე, დოიჩე ველეზე და აშ ჩვენს მაუწყებელში საბჭოთა მეთოდებით არ უნდა ვმართავდეთ მოვლენებს, არ უნდა ვდევნიდეთ განსხვავებულ აზრს, არ უნდა ვებრძოდეთ პროფკავშირს და ანგარიშვალდებულება არა მხოლოდ ფინანსური, არამედ მორალურიც უნდა გვქონდეს იმასთან ვისიც რეალურად არის ეს ტელევიზია, ანუ ქართულ საზოგადოებასთან და არა რომელიმე პოლიტიკურ ელიტასთან.” განაცხადა მესხმა.

ბრიფინგში მონაწილეობა პროფკავშირების გერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ გოჩა ალექსანდრიამაც მიიღო. ალექსანდრიას განცხადებით პროფკავშირები მხარს უჭერს ლაშა მესხს რომელიც პროფკავშირული ნიშნით დისკრიმინაციის მსხვერპლი გახდა და ღიად განაგრძობს საუბარს საზოგადოებრივ მაუწყებელში არსებულ დარღვევებსა და გადაცდომებზე. ალექსანდრიამ ხაზგასმით აღნიშნა მაუწყებლის ახალი ხელმძღვანელობის ფასადური რეფორმები და გადაცდომები, მისივე თქმით ერთპიროვნული გადაწყვეტილებები საბიუჯეტო ორგანიზაციაში არ უნდა დაუშვებელია.