სასამართლომ უსინათლო შშმ და მხედველი დასაქმებულების დარღვეული შრომითი უფლებები აღადგინა
მოსარჩელეები: ჯამლეტ ნარმანია, ტრისტან გურჩიანი,…
24/05/202317 / 05 / 2018
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარეს გერმანიის ვიცე-კანცლერმა და ამავდროულად ფინანსთა მინისტრმა ოლაი შოლცმა, თანადგომა გამოუცხადა და მზადყოფნა გამოთქვა პროფკავშირების სრული ჩართულობით გვერდში დაუდგეს საქართველოს ევროპასთან დაახლოების პროცესში, დახმარება აღმოუჩინოს მის სამოქალაქო სექტორს როგორც კანონმდებლობის დახვეწის საკითხში, ისევე კანონის ნორმების სათანადო იმპლემენტაციის თვალსაზრისით.
საუბარია ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებებზე, შრომითი უფლებების და უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე თითოეული მოქალაქისთვის. შოლცის განმარტებით, მათი მხარდაჭერა გამოიხატება როგორც გერმანიის სახელმწიფო სტრუქტურების თანადგომით, აგრეთვე გერმანიის შესაძლებლობებითა და პოლიტიკური ბერკეტებით ევროკავშირში.