„Facebook“-ი თანამშრომლებს 1 მაისს დაასვენებს

კომპანია „Facebook“-მა საკუთარ თანამშრომლებს დაუგზავნა ოფიციალური შეტყობინება, რომ სურვილის შემთხვევაში, ყველა მათგანს მიეცემა თავისუფალი გამოსასვლელი დღე 1 მაისის ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად. „ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენს თანამშრომლებს მშორმელთა საერთაშორისო დღის აღნიშვნაში, აგრეთვე მივმართავთ მრავალ სხვა საშუალებას უსაფრთხო და ღირსეული დასაქმების პირობების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით“, აცხადებს ორგანიზაცია. facebook