მოტყუებული შშმ პირები – დამსაქმებელს სახელფასო დავალიანების, დაგვიანების პირგასამტეხლოსა და ჯარიმების გადახდა მაინც მოუწევს
ShareTweet ა(ა)იპ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გაძლიერების… ShareTweet
20/03/202305 / 10 / 2021
შეხვედრას ირაკლი პეტრიაშვილი ხელმძღვანელობდა – საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე და ევროპის პროფკავშირების არჩეული პრეზიდენტი. ონლაინ ჩართვაში მონაწილეობას იღებდა მსოფლიო პროფკავშირების გენერალური მდივანი შარან ბაროუ, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ როდესაც კოვიდ სიტუაცია მოგვცემს საშუალებას, სავარაუდოდ მომავალ წელს, მსოფლიო პროფკავშირების გენერალური საბჭოს სხდომა გაიმართება თბილისში.
კოვიდ კრიზისთან დაკავშირებით ირაკლი პეტრიაშვილმა შეხვედრაზე დააყენა საკითხი, რომ არალოგიკურია, როდესაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ცნობს ჩინურ ვაქცინებს და ევროკავშირი ამას არ აღიარებს. მოქალაქეებს ექმნებათ პრობლემა, რაც აფერხებს ვაქცინაციის პროცესს და უარყოფითად აისახება მოსახლეობის ჯანმრთელობაზე არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთლიანად ჩვენს რეგიონში. აღნიშნული საკითხის დეტალური განხილვა მოხდება ევროკავშირში. შეხვედრის მონაწილეებმა, ასევე მიიღეს საერთო განცხადება ბელარუსთან დაკავშირებით, სადაც ხდება მოქალაქეების შევიწროება, როგორც კოვიდ პანდემიასთან დაკავშირებით, ისევე პროფკავშირული ნიშნით.