
ეკონომისტთა ქსელის შეხვედრა სომხეთში
19 / 10 / 2018
შეხვედრაზე საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ეკონომიკურმა ანალიტიკოსმა გიორგი ჭანტურიძემ მოხსენება გააკეთა საქართველოში ხელფასებისა და ეკონომიკური პოლიტიკის და ასევე ქვეყანაში შრომითი უფლებების მდგომარეობის კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ.
კონფერენციაზე განხილულ იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა: საერთაშორისო შრომის სტანდარტები მინიმალური ხელფასისა და ხელფასზე მოლაპარაკების კუთხით; შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მულტინაციონალური საწარმოების დეკლარაცია(MNE declaration); პროდუქტიულობა და კონკურენცია სახელფასო პოლიტიკის განსაზღვრისას და სხვა საკითხები.