
გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე
თამაზ დოლაბერიძე
თამაზ დოლაბერიძე – გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე
თამაზ დოლაბერიძემ პროფკავშირული საქმიანობა 1992 წელს, რიგითი წევრის პოზიციიდან დაიწყო. 2004 წელს, “რუსთავის აზოტში” დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის ,,თანადგომა”-ს თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს. 2006-2010 წწ. საქართველო, რუსთავი. სააქციო საზოგადოება ,,ენერჯი ინვესტი”-ს პროფკავშირული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე გახდა. 2007 წლიდან საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ტრენერია, იყო საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის რწმუნებული ქვემო ქართლის რეგიონში.
2010 წლიდან საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიულ კავშირს ხელმძღვანელობს. 2016 წლიდან `IndustriAll Global Unions`-ის აღმასრულებელი კომიტეტის წევრის მოადგილეა. 2017 წელს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს.
თამაზ დოლაბერიძე ხელმძღვანელობს:
- ანალიტიკურ საქმიანობას, დასაქმებულთა შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის საკითხებს;
- პროფკავშირული მოძრაობის სტრუქტურული რეფორმირების საკითხებს;
- პროფკავშირული კადრების მომზადებისა და სწავლების საკითხებს;
- ორგანაიზინგი, პროფესიულ კავშირებში ახალი წევრების მოზიდვის საკითხებს.