პროფკავშირის წარმომადგენლობით, სასწრაფო დახმარების დასაქმებულებსა და დამსაქმებელს შორის მედიაცია გაიმართა
ShareTweet პროფკავშირების შუამდგომლობით, ეს არის რიგით მეორე შეხვედრა ჯანდაცვის… ShareTweet
10/08/202214 / 07 / 2022
დამსაქმებელი უკანონოდ გათავისუფლებულ მარიამ ზურაბიშვილს პროფკავშირის დახმარებით მოურიგდა. საქმის სასამართლოში მიმდინარეობისას დამსაქმებელმა გააცნობიერა რა სარჩელის პერსპექტიულობა, მას მორიგების ორი პირობა შესთავაზა, მათ შორის, სამსახურში აღდგენა.
საბოლოოდ, დასაქმებული დათანხმდა კომპენსაციის მიღებას 8 თვის ხელფასის ოდენობით, რამაც შეადგინა ხელზე ასაღები 14 425 ლარი. გარდა ამისა, დამსაქმებელმა გააუქმა გათავისუფლების ბრძანება და მხარეთა შორის გაფორმდა შეთანხმება შრომითი ხელშეკრულების ურთიერთშეთანხმების საფუძვლით შეწყვეტის თაობაზე. დამსაქმებელმა, აგრეთვე, შეთანხმების შესაბამისად, მარიამზე გასცა დადებითი შინაარსის რეკომენდაციები ქართულ და ინგლისურ ენებზე.
მარიამ ზურაბიშვილი დასაქმებული იყო შპს სმარტლიში, რომელიც წარმოადგენს ტრანსნაციონალური კომპანიის _ Bolt-ის ოფიციალურ აგენტს საქართველოში და ეწევა მგზავრთა ტაქსით გადაყვანის მომსახურებას Bolt-ის აპლიკაციის მეშვეობით.
12 აპრილს მოულოდნელად, წინასწარი გაფრთხილების გარეშე, უშუალო ხელმძღვანელმა მარიამს ზეპირსიტყვიერად გამოუცხადა, რომ კომპანია მასთან შრომით ურთიერთობას წყვეტდა. გათავისუფლების შესახებ ბრძანებაში მიზეზად შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევა სახელდებოდა.
სამსახურიდან გათავისუფლებულმა დასაქმებულმა დახმარებისთვის საქართველოს აგრარულ მეურნეობაში, ვაჭრობასა და მრეწველობაში დასაქმებულთა პროფკავშირს მიმართა. სასამართლოში სარჩელი გათავისუფლების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის დაკისრების მოთხოვნებით აღიძრა.
მარიამ ზურაბიშვილის ინტერესებს იცავდა პროფკავშირების გაერთიანების იურისტი თამილა გაბაიძე.
პროფკავშირები მიესალმება დავის მორიგებით დასრულების ტენდენციას და დადებითად აფასებს დამსაქმებლის მზაობას, სამსახურში აღედგინა გათავისუფლებული დასაქმებული.