
აფეთქება ქუთაისში
25 / 07 / 2018
აფეთქების შედეგად დაშავდა 5 დასაქმებული : ოლეგი კვირიკეიშვილი, გოჩა ჩინჩალაძე, ამირან ჩინჩალაძე, კარლო გურესაშვილი, რუსუდან გაბეშია. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დასაქმებულების მდგომარეობა სტაბილურია.
ადგილზე მუშაობდა 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.
აღნიშნულ შემთხვევას ადგილზე სწავლობს პროფკავშირების შრომის ექსპერტი პაატა ნინუა. პირველადი შეფასებით სამუშაო ადგილზე იკვეთება შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევა.