8 მარტი – ბრძოლის დღე, რომელიც ზეიმით ვერ ჩანაცვლდა

1910 წელს კოპენჰაგენში მშრომელ ქალთა კონგრესზე მიიღეს გადაწყვეტილება ყოველწლიურად კონკრეტულ დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ქალებს ერთად აღენიშნათ ქალის სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების დაცვის მნიშვნელობა. როგორი იყო რეალობა ამ ასი წლის წინ – 60 საათიანი სამუშაო კვირა, არავთარი შვებულება, არავითარი ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება, მიუწვდომელი პენსია, არჩევნებში არც პასიური და არც აქტიური უფლება, მედიცინისა და კულტურის, მეცნიერებისა და განათლების სისტემისაგან მასობრივად იზოლაცია – ეს იყო ქალთა ხვედრი, ამ შედეგებიდან გამოდიოდა მშრომელ ქალთა კოპენჰაგენის კონგრესი.

“ყველაფერი გონივრული რეალურია და ყველაფერი რეალური გონივრული“ – ამბობს კლასიკური გერმანული ფილოსოფია, მაგრამ ეს რეალობა იყო ყოვლად რეაქციული, ადამიანში-ქალში პიროვნების ჩამკვლელი. არ უნდა იყოს საკვირველი რომ ქმედით ქალთა ორგანიზებულმა ნაწილმა არჩევანი გააკეთა არა რეაქციული და ობსკურანტული რეალობის მორჩილების და შედეგად დეგრადაციის, არამედ დაიწყობრძოლა პიროვნული ღირსების სასარგებლოდ. მათი ეს ბრძოლა არაფრით იყო გარანტირებული, მაგრამ ეს იყო ერთადერთი გზა რომელსაც მშრომელი ქალები უნდა გამოეყვანა რეაქციული და რეგრესული რეალობიდან.

1914 წელს ევროპისა ამერიკის რამდენიმე ქვეყნის დედაქალაქში 8 მარტი მოულოდნელი მოვლენით აღინიშნა – ამ დღეს ქუჩაში ქალი გამოვიდა, როგორც ადამიანის უფლებებისთვის მებრძოლი პიროვნება. ამ დღეს ქალი იყო საზოგადოებრივი პროცესის სოციალური სუბიექტი და ნათელი იყო ის აღარ შეჩერდებოდა ამ ობსკურანტული რეალობის წინაშე.
შემდეგ იყო მსოფლიო ომები, რევოლუციები, ახალი ფორმაციები და 8 მარტის ბრძოლის დღიდან ზეიმად ქცევა – საბჭოთა კავშირში ოფიციალური დასვენების დღე. დიფირამბები და ფორმალიზმიც. შემდეგ კვლავ ფუნდამეტალური ცვლილება – ისტორიული ბორბლის ბრუნი და ახალი აღმიჩენა – 8 მარტი ბრძოლის დღეა.

8 მარტი ცნებაა. ამ ცნების აღმოჩენა უკვე არის საგანგებო ფაქტი, თუნდაც იგი მანამდე დიდი ხნის არსებული იყოს.
საქართველოს ქალებისთვის 8 მარტის გააზრება ახლებურად ხდება. მათი სოციალური მდგომარეობა, მათი სოციალურ-ეკონომიკური პოტენციალი პირდაპირ დამოკიდებული გახდა მათ სოციალურ ორგანიზაციაზე, პროფესიულ გაერთიანებაზე. მხოლოდ პროფკავშირში გაერთიანებულ მშრომელ ქალს შეუძლია იყოს სოციალური სუბიექტი, ჰქონდეს მატერიალური, პროფესიული და შრომითი ინტერესების დაცვის ადეკვატური ინსტრუმენტი. პროფკავშირთან ერთად შეუძლია მშრომელ ქალს იყოს სოციალური შემოქმედი, ეკონომიკაში მნიშვნელოვანი სოციალური როლის მატარებელი, რადგან ეკონომიკაში მშრომელის სოციალური სტატუსი პირდაპირ კავშირშია არის თუ არა ის ორგანიზებული და კონცენტრირებული სოციალური ძალის – პროფკავშირების რიგებში. სოციალურად დიფერენცირებულ საზოგადოებაში ამ პოზიციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

8 მარტს მსოფლიოს მშრომელი ქალები უკვე საუკუნეზე მეტია რაც აღნიშნავენ. მათ ულოცავენ და თვითონაც ულოცავენ ურთიერთს, ხდება ქალთა საერთო სოციალური პოტენციალის მანეფესტირება. ბევრგან ქალები ამ დღეს აკრძალვის გამო საჯაროდ ვერ აღნიშნავენ.

საქართველოში საბედნიეროდ ასე არაა. კანონი საზოგადოებრივი ურთიერთობის სპეციფიკური ფორმაა, სოციალური რეგულაციის განსაკუთრებული სახეა და კანონმა საქართველოს ქალებს 8 მარტი ოფიციალურად უქმე დღედ დაუდგინა, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში მშრომელი ქალებსთვს ეს დღე მოქმედების დღეა, სოციალური სამართლინობისათვი ბრძოლის მზად ყოფნის მანიფესტირების დღეა. ვუსურვოთ ჩვენი ქვეყნისა დამთელი მსოფლიოს მშრომელ ქალებს წარმატება ამ ნათელი მიზნისაკენ სავალ გზაზე, რათა დაჩაგრული ადამანის-ქალის შემხედვარეს არავის ჰქონდეს სათქმელი „ვაი სოფელსა ამასა და მისთა მდგმურთა …“

დავით არაბიძე

88 marti