სასამართლომ უსინათლო შშმ და მხედველი დასაქმებულების დარღვეული შრომითი უფლებები აღადგინა
მოსარჩელეები: ჯამლეტ ნარმანია, ტრისტან გურჩიანი,…
24/05/202305 / 08 / 2019
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 02 აგვისტოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ეკეტერინე ჭონქაძის, ნათია კუბლაშვილის, ბიჭიკო კუბლაშვილის, ნათია ლურსმანაშვილის და მაია გუმბერიძის სარჩელი შ.პ.ს. ,,ბელეცას“ წინააღმდეგ.
სასამართლო გადაწყვეტილებით შპს ,,ბელეცას” (სილამაზის სალონი) დაეკისრა 5 მოსარჩენლის მიმართ ერთი თვის სახელფასო დავალიანების გადახდა, სახელფასო დავალიანების გადახდის დაყოვნებისთვის – 0.07% გადახდა, დასაქმებულთა სამსახურში აღდგენის ნაცვლად მოსარჩელეთა სასარგებლოდ 6 თვის საკომპენსაციო თანხის გადახდა, 1 თვის ოდენობის გამოუყენებელი ანაზღაურებადი საშვებულებო თანხების ანაზღაურება, რაც ჯამურად შეადგენს დაახლოებით 70 000 ლარს.
დასაქმებულთა ინტერესებს სასამართლოში პროფკავშირების იურისტი სერგო მახარაძე იცავდა. პროცესში აქტიურადაა ჩართული საქართველოს აგრარულ მეურნეობაში, ვაჭრობასა და მრეწველობაში დასაქმებულთა პროფესიული კავშირი
2020 წლის იანვარში კანონიერ ძალაში შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილება შპს ,,ბელეცას“ წინააღმდეგ. აგვისტოს თვეში დასრულდა პირველი სასამართლო პროცესი, თუმცა დღემდე კომპანიას დასაქმებულთა წინაშე არსებული დავალიანება არ დაუფარავს. დღეის მდგომარეობით ჯამური თანხის ოდენობა, დარიცხული პირგასამტეხლოს ჩათვლით შეადგენს დაახლოებით 150 000 ლარს.
🔹 ჩვენი იურისტის, სერგო მახარაძის დახმარებით სასამართლო დავა დასაქმებულთა სასარგებლოდ წარიმართა და შპს "ბელეცა"-ს დაეკისრა დასაქმებულთათვის ჯამში 70 000 ლარის გადახდა.🔹 მხოლოდ ამ წელს ეს უკვე მეცხრამეტე წარმატებით დასრულებული სასამართლო პროცესია.🔹 კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. თუ თვლით, რომ თქვენი უფლებები ირღვევა გთხოვთ დაგვიკავშირდით🔹 დეტალურად სასამართლო პროცესის შესახებ – gtuc.ge/5-dasaqmebulis-mier-mogebuli-70000-lari/#ბრძოლასმოაქვსშედეგი#ღირსეულიპირობებისთვის
Posted by GTUC • საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება on ოთხშაბათი, 14 აგვისტო, 2019