28 აპრილი – სამუშაო ადგილზე დაშავებულთა და დაღუპულთა ხსოვნის საერთაშორისო დღე

შრომის საერთაშორის ორგანიზაცია 28 აპრილს აღნიშნავს სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო დღეს, რათა გლობალურად ხელი შეუწყოს სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევებისა და დაავადებების პრევენციას. ეს არის ცნობიერების ამაღლების კამპანია, რათა მიიპყროს საერთაშორისო ყურადღება ისეთი საკითხებზე, როგორიცაა: სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოება, ჯანმრთელობა, სამსახურეობრივი დაზიანებების, დაავადებებისა და უბედური შემთხვევების თავიდან აცილება მთელი მსოფლიოს მაშტაბით.

28 აპრილს ასევე მსოფლიოს პროფკავშირული ორგანიზაცია აღნიშნავს სამუშაო ადგილზე დაშავებულთა და დაღუპულთა ხსოვნის საერთაშორისო დღეს, რათა პატივი მიაგონ იმ მუშებს რომლებიც დაიღუპნენ, დაშავდნენ და შეექმნათ სამუშაო ადგილებზე ჯანმრთელობის პრობლემები. ამ თარიღთან დაკავშირებითაც შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია გეგმავს მსოფლიო კამპანიის ორგანიზებას.

სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული ღონისძიებები პირდაპირ კავშირშია შსო-ს გლობალურ სტრატეგიასთან – სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ, რომლის მიხედვითაც შსო ცდილობს ამ კამპანიაში ჩართოს ყველა ის დაინტერესებული პირი, რომლებიც სამუშაო ადგილებზე უსაფრთხო და ჯანმრთელი პირობების დამკვიდრებას ცდილობს.

მსოფლიოს ბევრ სახელმნწიფოში ეროვნული მთვარობები, პროფესიული კავშირები, დამსაქმებულთა გაერთიანებები ორგანიზებას უწევენ აქტივობებს სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით. შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ მხარეს მონაწილეობა მიიღოს აღნიშნულ აქტივობებში.