კანონი პროფესიული კავშირის შესახებ




(გამოქვეყნებულია

საქართველოს პაროამენტისუწყებანი

N 15-16 1997წ)

საქართველოს კანონი

პროფესიული კავშირების შესახებ

თავი I. ზოგადი დებულებანი

            მუხლი 1. კანონის მიზნები

            1. საქართველოს კანონი "პროფესიულიკავშირების შესახებ" ადგენს პროფესიული კავშირის (პროფკავშირების) შექმნის სამართლებრივსაფუძვლებს, უფლებებსა და საქმიანობის გარანტიებს.

            2. ეს კანონი აწესრიგებს:

            ა) საზოგადოებრივ ურთიერთობებს, რომლებიცდაკავშირებულია პროფესიული კავშირების შექმნის, უფლებებისა და საქმიანობის გარანტიებისრეალიზებასთან;

            ბ) პროფესიული კავშირების, პროფესიულიკავშირების გაერთიანებების (ასოციაციების) ურთიერთობას სახელმწიფო ხელისუფლებისა დაადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, დამსაქმებლებთან, დამსაქმებელთა გაერთიანებებთან(კავშირებთან, ასოციაციებთან),სხვა საზოგადოებრივ გაერთიანებებთან,ფიზიკურ და იურიდიულპირებთან.

            მუხლი 2. პროფესიული კავშირების, პროფესიული გაერთიანებების (ასოციაციების)შექმნის უფლება

            1. პროფესიული კავშირი არის საქართველოსსამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული წესით შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულიპირი, საქმიანობის მიხედვით – საერთო საწარმოო, პროფესიული ინტერესებით დაკავშირებულპირთა (მუშაკთა) ნებაყოფლობითი საზოგადოებრივი გაერთიანება (ორგანიზაცია), რომლის მიზანიათავისი წევრების შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური და სამართლებრივი უფლებებისა და ინტერესებისდაცვა და წარმომადგენლობა. (14.12.2006 N3983)

            2. საქართველოს კონსტიტუციით ყველას აქვსპროფესიული კავშირის შექმნისა და მასში გაერთიანების უფლება.

            3. პროფესიული კავშირი შეიძლება შეიქმნასნებისმიერ საწარმოებში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში და სხვა სამუშაო ადგილებზე.

            4. თავდაცვის, შინაგან საქმეთა, სახელმწიფოუშიშროების, საგადასახადო, საბაჟო, სასამართლოსა და პროკურატურის ორგანოებში პროფესიულიკავშირების შექმნის თავისებურებანი განისაზღვრება ამ ორგანოების შესახებ კანონმდებლობით.

            5. 15 წლის და მეტი ასაკის პირს (მუშაკს),ვინც ეწევა შრომით (პროფესიულ) საქმიანობას ან სწავლობს უმაღლეს, საშუალო-სპეციალურ,პროფესიულ-ტექნიკურსასწავლებლებში, უფლება აქვს შექმნას და შევიდეს პროფესიულ კავშირში, მონაწილეობა მიიღოსპროფკავშირულ საქმიანობაში და თავისუფლად გამოვიდეს პროფესიული კავშირებიდან. დროებითუმუშევრებსა და პენსიონერებს შეუძლიათ დარჩნენ პროფკავშირის წევრებად.

            6. პროფესიული კავშირი იქმნება დარგობრივი,საწარმოო, ტერიტორიული ან პროფესიული სპეციფიკის სხვა ნიშნის მიხედვით.

            7. პროფესიულ კავშირებს უფლება აქვთ შექმნან:

            ა) პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციებისაწარმოებში, დაწესებულებებში, ორგანიზაციებში და სხვა სამუშაო ადგილებზე;

            ბ) ეროვნული, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურირესპუბლიკების, რეგიონული, რაიონული, საქალაქო, საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციისპროფკავშირული ორგანიზაციები და გაერთიანებები (ასოციაციები).

            8. პროფესიული კავშირის, პროფესიული კავშირებისგაერთიანების (ასოციაციის) დასაფუძნებლად საინიციატივო (საორგანიზაციო) ჯგუფი იწვევსდამფუძნებელ კრებას (კონფერენციას, ყრილობას), რომელიც იღებს წესდებას და ირჩევს ხელმძღვანელპროფკავშირულ ორგანოებს.

            9. პროფესიული კავშირის დაფუძნება შეიძლებასულ ცოტა 100 პირის ინიციატივით.

            10. ყველა პროფესიული კავშირი სარგებლობსთანაბარი უფლებებით.

            მუხლი 3. ძირითადი ცნებები

            1. დარგობრივი პროფესიული კავშირი – პროფესიულიკავშირი, რომელიც ნებაყოფილობით აერთიანებს საქართველოს ეროვნული მეურნეობის ერთი ანრამდენიმე მონათესავე დარგის საწარმოებში, დაწესებულებებში, ორგანიზაციებში მომუშავეპროფკავშირის წევრებს და მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

            2. პროფესიული სპეციფიკის პროფკავშირი- პროფესიული კავშირი, რომელიც ნებაყოფილობით აერთიანებს ერთი ან სხვადასხვა დარგისსაწარმოებში, დაწესებულებებში, ორგანიზაციებში მომუშავე ერთი და იგივე პროფესიის მქონეპროფკავშირის წევრებს და მოქმედებს ერთი ან რამდენიმე საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის,რაიონის, ქალაქის, რეგიონის ან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

            3. საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის,რაიონული, საქალაქო, რეგიონული, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროფესიულიკავშირი ან პროფკავშირული ორგანიზაცია – პროფესიული კავშირი, რომელიც ნებაყოფილობითაერთიანებს ერთი პროფკავშირის წევრებს და მოქმედებს შესაბამისად ერთი საწარმოს, დაწესებულების,ორგანიზაციის, რაიონის, ქალაქის, რეგიონის,აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისტერიტორიაზე.

            4. საწარმოს დაწესებულების, ორგანიზაციის,რაიონული, საქალაქო, რეგიონული, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროფესიულიკავშირების გაერთიანება (ასოციაცია) – პროფესიული კავშირების გაერთიანება (ასოციაცია),რომლებიც ნებაყოფლობით აერთიანებს პროფესიულ კავშირებსა და /ან პროფესიული კავშირებისგაერთიანებებს (ასოციაციებს) და მოქმედებს შესაბამისად საწარმოს. დაწესებულების, ორგანიზაციის,რაიონის, ქალაქის, რეგიონის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე.

            5. პროფესიული კავშირების ეროვნული გაერთიანება(ასოციაცია) – პროფესიული კავშირების გაერთიანება (ასოციაცია), რომელიც ნებაყოფლობითაერთიანებს პროფესიულ კავშირებს და /ან პროფესიული კავშირების გაერთიანებებს (ასოციაციებს)და მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

            6. პირველადი პროფკავშირული ორგანიზაცია- პროფკავშირული ორგანიზაცია, რომელიც ნებაყოფლობით აერთიანებს ერთ საწარმოში, დაწესებულებაში,ორგანიზაციაში მომუშავე პროფკავშირის წევრებს, მოქმედებს შესაბამისი პროფესიული კავშირისწესდებით და პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის დებულებით.

            7. პროფკავშირული ორგანო – ორგანო, რომელიცშექმნილია (არჩეულია) პროფესიული კავშირის წესდების, პროფესიული კავშირების გაერთიანების(ასოციაციის) წესდების ან პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის დებულების შესაბამისად.

            8. პროფკავშირის კომიტეტი (პროფკომიტეტი)- პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის მიერ არჩეული პროფკავშირული ორგანო.

            9. პროფორგანიზატორი (პროფჯგუფორგი) -პროფკავშირის წევრი, რომელიც არჩეულია იმ პროფკავშირული ორგანიზაციის მიერ, სადაც აღრიცხვაზეიმყოფება პროფკავშირის 15 წევრზე ნაკლები, და რომელიც მოქმედებს პროფკავშირის წევრთაკრების რწმუნებით.

            10. დამსაქმებელი (სამუშაოს მიმცემი, დამქირავებელი)-ორგანიზაცია ან იურიდიული პირი, რომელიც წარმოდგენილია მისი ხელმძღვანელით (ადმინისტრაციით)ან ფიზიკური პირი, რომელთანაც მუშაკს (მომუშავეს) გაფორმებული აქვს ხელშეკრულება (კონტრაქტი)შრომითი ურთიერთობის შესახებ.

            11. მუშაკი – ფიზიკური პირი, რომელიც მუშაობსსაწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში შრომითი ხელშეკრულების (კონტრაქტის საფუძველზეან ეწევა ინდივიდუალურ მეწარმეობას.

            12. პროფკავშირის წევრი – ფიზიკური პირი(მუშაკი, დროებით უმუშევარი, პენსიონერი, სტუდენტი), რომელიც იზიარებს (ეთანხმება)პროფკავშირის წესდებას, ასრულებს მას და ირიცხება პროფკავშირულ ორგანიზაციაში.

            13. პროფკავშირული მუშაკი – პროფკავშირისწევრი, რომელიც არჩეულია პროფკავშირულ ორგანოში ან მუშაობს ამ ორგანოში შრომითი ხელშეკრულების(კონტრაქტის) საფუძველზე.

            14. კოლექტიური ხელშეკრულება – ხელშეკრულებადამსაქმებელს, საწარმოს, ორგანიზაციას, დაწესებულებასა და პროფესიული კავშირის ორგანიზაციასშორის,რომელიც არეგულირებს მხარეთა შრომით, სოციალურ და პროფესიულ ურთიერთობებს.

            15. დარგობრივი (სატარიფო) შეთანხმება- შეთანხმება აღმასრულებელი ხელისუფლების, პროფესიული კავშირებისა და დამსაქმებელთა(მეწარმეთა)შესაბამისორგანოებს შორის, რომელიც არეგულირებს მხარეთა შრომით და სოციალურ – ეკონომიკურ ურთიერთობებს.

            16. გენერალური შეთანხმება – შეთანხმებასაქართველოს მთავრობას, პროფესიული კავშირებისა და მეწარმეთა საერთო-ეროვნულ გაერთიანებებსშორის, რომელიც არეგულირებს მხარეთა შრომით და სოციალურ-ეკონომიკურ ურთიერთობებს.

            მუხლი 4. კანონის მოქმედების სფერო; ამ კანონის მოქმედება ვრცელდება:

            ა) საქართველოს ყველა მოქალაქეზე და პროფესიულიკავშირის წევრზე, საქართველოში მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე და მოქალაქეობისარმქონე პირებზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით და საერთაშორისო ხელშეკრულებებითდადგენილი შემთხვევებისა;

            ბ) საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ყველასახის საწარმოზე, დაწესებულებაზე, ორგანიზაციაზე, პროფესიულ კავშირზე, პროფესიული კავშირებისგაერთიანებაზე (ასოციაციაზე);

            გ) საქართველოს საზღვრებს გარეთ არსებულსაქართველოს პროფესიული კავშირების ორგანიზაციებზე.

            მუხლი 5. პროფესიული კავშირის დამოუკიდებლობა

            1. პროფესიული კავშირები, პროფესიული კავშირებისგაერთიანებები (ასოციაციები)დამოუკიდებელნი არიან სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივითვითმმართველობის ორგანოების, დამსაქმებელთა, დამსაქმებელთა გაერთიანებების (კავშირების,ასოციაციების), პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციებისაგან, არ არიან მათ წინაშეანგარიშვალდებულნი და არ ექვემდებარებიან მათ კონტროლს, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებულიშემთხვევებისა.

            2. პროფესიული კავშირი არ ქმნის და არმიეკუთვნება არც ერთ პოლიტიკურ პარტიას (გაერთიანებას).

            მუხლი 6. პროფესიული კავშირის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები

            1. პროფესიული კავშირი, პროფესიული კავშირებისგაერთიანება (ასოციაცია) თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობენ საქართველოს კონსტიტუციით,ამ კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით და საკუთარი წესდებით.

            2. თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებითან შეთანხმებით, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, დადგენილია ამკანონით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული წესები,გამოიყენება საქართველოს საერთაშორისოხელშეკრულებითა და შეთანხმებით დადგენილი წესები.

            მუხლი 7. პროფესიული კავშირის წესდება, მისი რეგისტრაცია, იურიდიული პირისსტატუსი

            1. პროფესიული კავშირის, პროფესიული კავშირებისგაერთიანების (ასოციაციის მიზნებსა და ამოცანებს, წევრად მიღებისა და გასვლის წესს,წევრთა უფლება-მოვალეობებს, სტრუქტურას, უმაღლესი და ხელმძღვანელი ორგანოების კომპეტენციასადა უფლებამოსილების ვადებს, შემოსავლისა და ქონების შექმნის წყაროებსა და გამოყენებისწესს, წესდებაში ცვლილებების შეტანის პირობებს, საქმიანობის შეწყვეტის საფუძვლებს,სახელწოდებას, ადგილსამყოფელსა და სამოქმედო ტერიტორიას, აგრეთვე მათთვის მნიშვნელოვანსხვა საკითხებს განსაზღვრავს მათი წესდებები კანონმდებლობის შესაბამისად.

            2. პროფესიული კავშირისა და პროფესიულიკავშირების გაერთიანების (ასოციაციის წესდებები, წესდებებში ცვლილებები და დამატებებირეგისტრაციაში ტარდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

            3. რეგისტრაციას არ ექვემდებარებიან პროფესიულიკავშირის რეგისტრირებული წესდების საფუძველზე მოქმედი პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციებიდა სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფები.

            4. პროფესიული კავშირი, პროფესიული კავშირებისგაერთიანება (ასოციაცია) იურიდიული პირის სტატუსს მოიპოვებენ კანონმდებლობით დადგენილიწესით მათი წესდებების რეგისტრაციის მომენტიდან.

            მუხლი 8. სხვა ქვეყნების პროფესიულ კავშირებთანთანამშრომლობა

            საქართველოს პროფესიულ კავშირებს უფლებააქვთ ითანამშრომლონ სხვა ქვეყნების პროფესიულ კავშირებთან, იყვნენ სხვადასხვა საერთაშორისოპროფკავშირულ ორგანიზაციათა წევრები, დადონ მათთან ხელშეკრულებები და შეთანხმებები,თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

            მუხლი 9. პროფესიული კავშირების რეორგანიზაციადა ლიკვიდაცია

            1. პროფესიული კავშირის, პროფესიული კავშირებისგაერთიანების (ასოციაციის) რეორგანიზაცია ხდება პროფესიული კავშირის წევრების (კრების,კონფერენციის, ყრილობის) გადაწყვეტილებით, საკუთარი წესდების შესაბამისად.

            2. პროფესიული კავშირის, პროფესიული კავშირებისგაერთიანების (ასოციაციის) ლიკვიდაცია ხდება:

            ა) პროფესიული კავშირის წევრების (კრების,კონფერენციის, ყრილობის) გადაწყვეტილებებით, საკუთარი წესდების შესაბამისად;

            ბ) სასამართლოს გადაწყვეტილებით – ამ კანონისან საკუთარი წესდების დარღვევისას, ან კანონმდებლობით აკრძალული საქმიანობის    გამო.მარეგისტრირებელი ორგანოს წარდგინების საფუძველზე.

            3. პროფესიული კავშირის, პროფესიული კავშირებისგაერთიანების (ასოციაციის საქმიანობის შეჩერება ან აკრძალვა შეიძლება მხოლოდ სასამართლოსგადაწყვეტილებით, ორგანული კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. 

თავი II. პროფესიული კავშირისძირითადი უფლებები

            მუხლი 10. მუშაკთა შრომითი და სოციალურ-ეკონომიკურიუფლებებისა და ინტერესების დაცვისა და წარმომადგენლობისუფლება

            1. პროფესიული კავშირები, პროფესიული კავშირებისგაერთიანებები (ასოციაციები) იცავენ და წარმოადგენენ პროფკავშირის წევრთა შრომით დასოციალურ-ეკონომიკურ უფლებებსა და ინტერესებს.

            2. პროფესიულ კავშირებს, პროფესიული კავშირებისგაერთიანებებს (ასოციაციებს) უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ შესაბამის ორგანოებშიშრომით და სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულაქტების პროექტების წინასწარ განხილვაში, შეიმუშაონ ალტერნატიული წინადადებები.

            3. პროფესიული კავშირი წარადგენს წინადადებებსსახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში ცხოვრების დონის ძირითადი კრიტერიუმებისა და კომპენსაციებისგანსაზღვრის შესახებ.

            4. პროფესიული კავშირი იცავს თავისი წევრებისუფლებებს თავისუფლად გამოიყენონ შრომითი შესაძლებლობები, აირჩიონ პროფესია, მიიღონშრომის სამართლიანი ანაზღაურება კანონმდებლობით დადგენილი მინიმალური ოდენობით მაინც.

            5. შრომის ნორმებს, შრომის ანაზღაურებისსისტემებს, მატერიალური წახალისების ფორმებს, სატარიფო განაკვეთებისა და სარგოებისოდენობას კანონმდებლობის მიხედვით აწესებენ დამსაქმებელები, დამსაქმებელთა გაერთიანებები(კავშირები, ასოციაციები), შესაბამისი პროფესიული კავშირების მონაწილეობით, რაც მხარეთაურთიერთშეთანხმების საფუძველზე აისახება კოლექტიურ (სატარიფო) ხელშეკრულებებში (შეთანხმებებში).

            6. პროფესიულ კავშირს, პროფესიული კავშირებისგაერთიანებას (ასოციაციას) შეუძლიათ თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მონაწილეობამიიღონ სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, აგრეთვედამსაქმებელთა, დამსაქმებელთა გაერთიანებების (კავშირების, ასოციაციების) და სხვა საზოგადოებრივიგაერთიანებების წინაშე მათ მიერ დაყენებული საკითხებისა და წინადადებების განხილვაში.

            7. პროფესიული კავშირის, პროფესიული კავშირებისგაერთიანების (ასოციაციის) ხელმძღვანელი ორგანოები მუშაკთა შრომით, სოციალურ-ეკონომიკურდა სამართლებრივ ინტერესებთან და უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ კოლექტიურიხელშეკრულებებით (შეთანხმებებით) გათვალისწინებულ პირობებში.

            მუხლი 11. დასაქმებისადმი ხელშეწყობისუფლება

            1. პროფესიული კავშირები, პროფესიული კავშირებისგაერთიანებები (ასოციაციები) მონაწილეობენ დასაქმების სახელმწიფო პოლიტიკის, საწარმოებიდან,დაწესებულებებიდან, ორგანიზაციებიდან გამოთავისუფლებულ მუშაკთა სოციალური დაცვის ღონისძიებათაშემუშავებასა და განხორციელებაში.

            2. დამსაქმებლები, დამსაქმებელთა გაერთიანებები(კავშირები, ასოციაციები) წინასწარ – ორი თვით ადრე მაინც – აწვდიან ინფორმაციებს შესაბამისპროფესიულ კავშირებს საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციების ლიკვიდაციის, რეორგანიზაციისან მუშაობის დროებით შეჩერების შესახებ, რაც გამოიწვევს სამუშაო ადგილების შემცირებასან შრომის პირობების გაუარესებას, გამოთავისუფლებულ მუშაკთათვის კანონმდებლობით, კოლექტიურიხელშეკრულებებით (შეთანხმებებით) დადგენილი უფლებებისა და ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად.

            3. პროფესიულ კავშირს უფლება აქვს შეიტანოსსახელმწიფო ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების განსახილველად წინადადებები მუშაკთამასობრივ გამოთავისუფლებასთან დაკავშირებული ღონისძიებების ვადების გადატანის ან დროებითშეჩერების თაობაზე.

            4. პროფესიული კავშირი საზოგადოებრივ ზედამხედველობასუწევს დასაქმების მდგომარეობას.

            5. დამსაქმებლის ინიციატივით მუშაკთან- პროფკავშირის წევრთან შრომითი ხელშეკრულების (კონტრაქტის ვადაზე ადრე გაუქმება, შესაბამისიპროფკავშირის კომიტეტთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, შეიძლება მხოლოდ კანონმდებლობით,კოლექტიური ხელშეკრულებით, შეთანხმებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

            6. დაუშვებელია დამსაქმებლის მიერ მუშაკისდისკრიმინაცია პროფკავშირის წევრად ყოფნის ან არყოფნის გამო.

            7. პროფესიულ კავშირს, პროფესიული კავშირებისგაერთიანებას (ასოციაციას) უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ სამუშაო ძალის უცხოეთისქვეყნებიდან საქართველოში ორგანიზებული მოწვევის ან საქართველოდან ორგანიზებული გაყვანისსაკითხების განხილვაში.

            მუხლი 12. კოლექტიური მოლაპარაკების წარმოების,კოლექტიური

                        ხელშეკრულებისა და შეთანხმებისდადებისა და შესრულებისადმი კონტროლის უფლება

            1. პროფესიული კავშირის, პროფესიული კავშირებისგაერთიანების (ასოციაციის), პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის არჩევითი ორგანოებისუფლებამოსილი წარმომადგენლები შრომითი კოლექტივის სახელით აწარმოებენ მოლაპარაკებასდამსაქმებლის, დამსაქმებელთა გაერთიანების (ასოციაციის), აღმასრულებელი ხელისუფლებისადა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილ წარმომადგენლებთან, დებენკოლექტიურ ხელშეკრულებებს, შეთანხმებებს და აკონტროლებენ მათ შესრულებას,ამ ხელშეკრულებებით(შეთანხმებებით) გათვალისწინებული წესის შესაბამისად.

            2. დამსაქმებლები, დამსაქმებელთა გაერთიანებები(კავშირები, ასოციაციები), აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები ვალდებული არიან აწარმოონმოლაპარაკება პირველადი პროფკავშირულ ორგანიზაციებთან, პროფესიულ კავშირებთან, პროფესიულიკავშირების გაერთიანებებთან (ასოციაციებთან) შრომით, სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე,თუ პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციები,პროფესიული კავშირები, პროფესიული კავშირებისგაერთიანებები (ასოციაციები) გამოვლენ ასეთი ინიციატივით, და ურთიერთშეთანხმების შემთხვევაშიდადონ კოლექტიური ხელშეკრულებები (შეთანხმებები).

            მუხლი 13. კოლექტიური შრომითი დავის გადაწყვეტაში  მონაწილეობის უფლება

            1. პროფესიულ კავშირს უფლება აქვს, კანონითდადგენილი წესით, მონაწილეობა მიიღოს ინდივიდუალური და კოლექტიური შრომითი დავის განხილვასადა გადაწყვეტაში შრომის კანონმდებლობისა და კოლექტიური ხელშეკრულების, შეთანხმებისპირობების დარღვევასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

            2. პროფესიულ კავშირს მუშაკთა შრომითიდა სოციალურ-ეკონომიკური უფლებების დაცვის მიზნით უფლება აქვს, კანონმდებლობის შესაბამისად,მოამზადოს და ჩაატაროს გაფიცვა. მიტინგი, დემონსტრაცია და სხვა მასობრივი საპროტესტოაქცია.        3. პროფესიული კავშირის მიერ კანონმდებლობისდაცვით გაფიცვებსა და სხვა საპროტესტო აქციის ჩატარებისას აკრძალულია ნებისმიერი ფორმისსაპასუხო ქმედება მათ ჩასახშობად.

            მუხლი 14. ინფორმაციის მიღება და განხილვა

            პროფესიულ კავშირს, პროფესიული კავშირებისგაერთიანებას (ასოციაციას) უფლება აქვთ მიიღონ და განიხილონ საწარმოთა ადმინისტრაციის,დამსაქმებლის, დამსაქმებელთა გაერთიანების (კავშირის, ასოციაციის), სახელმწიფო ხელისუფლებისადა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისაგან თავისი საწესდებო საქმიანობის უზრუნველსაყოფადაუცილებელი ინფორმაცია შრომით და სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე, თუ კანონმდებლობითსხვა რამ არ არის დადგენილი.

            მუხლი 15. პროფკავშირული მუშაკის სწავლებადა კვალიფიკაციის ამაღლება                პროფესიულ კავშირს, პროფესიული კავშირებისგაერთიანებას (ასოციაციას) შეუძლიათ შექმნან სასწავლო, კულტურულ – საგანმანათლებლოდა სამეცნიერო – კვლევითი დაწესებულებები და ორგანიზაციები პროფკავშირული მუშაკებისმომზადების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფკავშირის წევრთა სწავლებისათვის. 

            მუხლი 16. შრომის კანონმდებლობის დაცვისადმი პროფკავშირული კონტროლის უფლება

            1. პროფესიული კავშირი საზოგადოებრივ კონტროლსუწევს პროფკავშირის წევრთა მიმართ შრომის კანონმდებლობით, შრომითი ხელშეკრულებებით(კონტრაქტებით) გათვალისწინებულ ღონისძიებათა, აგრეთვე დამსაქმებელთა სხვა ვალდებულებებისშესრულებას, კოლექტიური ხელშეკრულებებით (შეთანხმებებით) განსაზღვრული წესის შესაბამისად.

            2. პროფესიულ კავშირს უფლება აქვს მოსთხოვოსდამსაქმებელს ამ კანონის დარღვევის შემთხვევების აღმოფხვრა.

            3. შრომის კანონმდებლობის, შრომისა დაჯანმრთელობის დაცვის, აგრეთვე სოციალური უზრუნველყოფის სფეროში კანონმდებლობით დადგენილიგარანტიების შესრულებისადმი საზოგადოებრივი კონტროლის მიზნით პროფესიულ კავშირს, პროფესიულიკავშირების გაერთიანებას (ასოციაციას) უფლება აქვთ შექმნან შრომის დაცვის სამსახურები(შრომის ტექნიკური, სამართლებრივი დაცვის მუშაკებისა და რწმუნებული ექიმების შემადგენლობით),რომლებიც იმოქმედებენ შესაბამისი პრფესიული კავშირის ან პრფესიული კავშირების გაერთიანებისმიერ დამტკიცებული დებულების საფუძველზე.

            4. პროფესიული კავშირის, პროფესიული კავშირებისგაერთიანებისა (ასოციაციისა) და მათი ორგანოების უფლებამოსილ წარმომადგენლებს შეუძლიათშევიდნენ საწარმოში, ორგანიზაციაში, დაწესებულებაში, სამუშაო ადგილებზე, სადაც პროფკავშირისწევრები მუშაობენ, შრომის კანონმდებლობის, პროფესიული კავშირების, შრომისა და ჯანმრთელობისდაცვის შესახებ კანონების, კოლექტიური, დარგობრივი (სატარიფო), გენერალური ხელშეკრულებებისადა შეთანხმებების შესაბამისად.

            მუხლი 17. შრომისა და გარემოს დაცვაშიმონაწილეობის უფლება

            1. პროფესიულ კავშირს უფლება აქვს, კანონითდადგენილი წესით, მონაწილეობა მიიღოს გარემოს დაცვის, პრფესიული დაავადებებისა და ეკოლოგიურიუსაფრთხოების საკითხებზე სახელმწიფო პროგრამების, საკონონმდებლო და კანონქვემდებარენორმატიული აქტების შემუშავებაში და დააწესოს საზოგადოებრივი კონტროლი მათი განხორციელებისადმი.

            2. პროფესიულ კავშირს უფლება აქვს მოითხოვოსშესაბამისი ორგანოებისაგან შრომის პირობების ისეთი დარღვევების აღმოფხვრა, რომლებიცსაშიშროებას უქმნიან მუშაკის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

            3. პროფესიული კავშირი, მისი შრომის დაცვისსამსახურის მუშაკები, მონაწილეობენ საწარმოო ტრამვებისა და უბედური შემთხვევების გამოკვლევაში.

            4. პროფესიული კავშირი დამკვირვებლის სტატუსითმონაწილეობს საწარმოო ობიექტების, მექანიზმების, ხელსაწყო-დანადგარებისა და ინსტრუმენტებისუსაფრთხოების ექპერტიზაში მათი დაპროექტების, მშენებლობისა და საექსპლუატაციოდ მიღებისას. 

            მუხლი 18. სახელმწიფო საკუთრების პრივატიზაციაში მონაწილეობის უფლება

            პროფესიულ კავშირს,შრომითი კოლექტივისრწმუნებით, უფლება აქვს ჰყავდეს თავისი წარმომადგენლები საწარმოებში, დაწესებულებებშიდა ორგანიზაციებში შექმნილ სახელმწიფო საკუთრების საპრივატიზაციო კომისიებში კანონმდებლობისშესაბამისად.

            მუხლი 19. საწარმოთა მმართველობის კოლეგიალურ ორგანეოებში მონაწილეობა

            პროფესიულ კავშირს მუშაკთა, აქციონერთა,პარტნიორთა საერთო კრების გადაწყვეტილებით შეუძლია ჰყავდეს თავისი წარმომადგენლებისაწარმოს მმართველობის კოლეგიალურ ორგანოში (სამეთვალყურეო საბჭოში, საკონსულტაციოსაბჭოში და სხვა) კანონმდებლობის შესაბამისად.

            მუხლი 20. მუშაკთა ინტერესების დაცვისა და წარმომადგენლობის უფლება შრომითი დავის განმხილველ ორგანოებში პროფესიულ კავშირს უფლება აქვს:

            ა) პროფკავშირის წევრების შრომითი უფლებებისდასაცავად, კანონმდებლობის შესაბამისად, წარადგინოს სარჩელი, შეიტანოს განცხადება დაგამოვიდეს სასამართლოში ან შრომითი დავის განმხილვევლ სხვა ორგანოებში;

            ბ) გაუწიოს პროფკავშირის წევრებს სამართლებრივიდახმარება;

            გ) შეიქმნას იურიდიული განყოფილებები დაკონსულტაციები თავისი სტრუქტურების ფარგლებში.

            მუხლი 21. პროფესიული კავშირის ურთიერთობა დამსაქმებელთან, დამსაქმებელთა გაერთიანებასთან (კავშირთან,  ასოციაციასთან), აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობისადა სხვა წარმომადგენლობით ორგანოებთან

            1. პროფესიული კავშირის, პროფესიული კავშირებისგაერთიანების (ასოციაციის) ურთიერთობა დამსაქმებელთან, დამსაქმებელთა გაერთიანებასთან(კავშირთან, ასოციაციასთან), აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობისორგანოებთან რეგულირდება სოციალური პარტნიორობის საფუძველზე მათ შორის დადებული კოლექტიურიხელშეკრულებებით (შეთანხმებებით)კანონმდებლობის შესაბამისად.

            2. პროფესიულ კავშირს, პროფესიული კავშირებისგაერთიანებას (ასოციაციას)უფლება აქვთ სხვა სოციალური პარტნიორებთან ერთად, მონაწილეობამიიღონ მშრომელთა სადაზღვევო შენატანების ხარჯზე შექმნილ სახელმწიფო ფონდების (კომპანიების)მართვაში კანონმდლებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

            3. პროფესიულ კავშირს,პროფესიული კავშირებისგაერთიანებას (ასოციაციას) უფლება აქვთ, ურთიერშეთანხმების საფუძველზე, განახორციელონერთობლივი ღონისძიებები აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობისორგანოებთან, დამსაქმებლებთან,დამსაქმებელთა გაერთიანებებთან (კავშირებთან, ასოციაციებთან),სხვასაზოგადოებრივ გაერთიანებებთან თავისი საწესდებო ამოცანების შესრულებასთან დაკავშირებულსაკითხებზე კანონმდებლობის შესაბამისად.

            4. საწარმოებში, დაწესებულებებში, ორგანიზაციებშიარსებული მშრომელთა სხვადასხვა წარმომადგენლობითი (არჩევითი) ორგანოები არ შეიძლებაგამოყენებულ იქნენ პროფესიული კავშირების კანონიერი საქმიანობის შესაზღუდავად.

            5. სახელმწიფო ხელს უწყობს პროფესიულ კავშირებსწესდებით გათვალისწინებული ამოცანების განხორციელებაში.

თავი III. პროფესიული კავშირებისუფლებათა გარანტიები

            მუხლი 22. პროფესიული კავშირის ქონებრივიდა საფინანსო უფლებების გარანტიები

            1. პროფესიული კავშირი, პროფესიული კავშირებისგაერთიანება (ასოციაცია) საკუთარი წესდების შესაბამისად ფლობენ, სარგებლობენ და განკარგავენმათ მიერ შექმნილ ქონებას და ფულად სახსრებს. პროფესიული კავშირის ქონება და ფულადისახსრები ხელშეუხებელია. არავის არა აქვს უფლება განკარგოს, ჩამოართვას ან გადასცესმისი ქონება და ფულადი სახსრები შესაბამისი პროფესიული კავშირის წესდებით გათვალისწინებულიკოლეგიალური (არჩევითი) ორგანოს თანხმობის გარეშე, გარდა კანონმდებლობით დადგენილიშემთხვევებისა.

            2. პროფესიული კავშირის ფინანსური სახსრებიიქმნება საწევრო ანარიცხების, ნებაყოფილობითი შენატანების,შემოწირულობების,კულტურულ-საგანმანათლებლო,სპორტულ-გამაჯანსაღებელი, საგამომცემლო, აგრეთვე სამეწარმეო (სამეურენეო) საქმიანობისშედეგად მიღებული თანხებისა და სხვა კანონიერი შემოსავლისაგან. პროფესიულ კავშირს უფლებააქვს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, უცხოეთის ქვეყნებიდან მიიღოს ფულადი სახსრებიდა სხვა ქონება თავის საწესდებო ამოცანების შესასრულებლად.

            3. პროფესიულ კავშირს საკუთრებად შეიძლებაჰქონდეს: საწარმოები, წარმოების, ტრანსპორტისა და ინფორმაციის საშუალებები, შენობა-ნაგებობები,საცხოვრებელი სახლები, აგარეკები, სამკურნალო, დასასვენებელი, კულტურის, განათლების,სპორტული, საბავშვო დაწესებულებები, მატერიალური და სულიერი კულტურის საგნები, ფული,ფასიანი ქაღალდები, აგრეთვე სხვა მოძრავი და უძრავი ქონება, რაც აუცილებელია მისი საწესდებოამოცანების შესასრულებლად.

            4. პროფესიულ კავშირს უფლება აქვს,კანონმდებლობითდადგენილი წესით, ეწეოდეს სამეწარმეო (სამეურნეო) საქმიანობას მის მიერ დაფუძნებულისაწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციების საშუალებით.

            5. სამეწარმეო (სამეურნეო) საქმიანობიდანმიღებული შემოსავალი გამოიყენება მხოლოდ საწესდებო ამოცანების შესასრულებლად და არშეიძლება განაწილდეს პროფესიული კავშირის, პროფესიული კავშირების გაერთიანების (ასოციაციის)წევრ-ორგანიზაციებს შორის.

            6. პროფესიული კავშირი დამოუკიდებლად განსაზღვრავსმის განკარგულებაში არსებული ფულადი სახსრების, ქონების და მატერიალური ფასეულობებისგამოყენების წესსა და მიმართულებებს, მის განკარგულებაში არსებული ფულადი სახსრებიდანადგენს პროფკავშირულ მუშაკთა ხელფასებსა და შრომის ანაზღაურების პირობებს კანონმდებლობისშესაბამისად.

            7. პროფესიულ კავშირს შეუძლია მოაწყოსსაქველმოქმედო ღონისძიებები, დააზღვიოს თავისი წევრები, ეწეოდეს სხვა ჰუმანიტარულ საქმიანობასკანონმდებლობის შესაბამისად.

            8. პროფესიული კავშირი სამეწარმეო(სამეურნეო)საქმიანობისაგან მიღებული შემოსავლებიდან იხდის გადასახადებს კანონით დადგენილი წესითადა ოდენობით.

            9. საწევრო ანარიცხებიდან, ნებაყოფილობითიშენატანებიდან და შემოწირულობებიდან მიღებული შემოსავალი, რომელიც ხმარდება პროფესიულიკავშირების საწესდებო ამოცანების შესრულებას, არ იბეგრება.

            10. პროფკავშირულ მუშაკებს ხელფასებზესპეციალური ფონდების ანარიცხები დაერიცხებათ ისევე, როგორც საბიუჯეტო ორგანიზაციებისმუშაკებს.

            11. პროფესიული კავშირის საფინანსო საქმიანობა,განხორციელებული მისი წესდების შესაბამისად, სახელმწიფო ორგანოების წინაშე ანგარიშგებასარ ექვემდებარება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

            12. პროფესიული კავშირის, პროფესიული კავშირებისგაერთიანების (ასოციაციის) ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონებისა და ფულადი სახსრებისგამოყენების წესი განისაზღვრება მათი წესდებით კანონმდებლობის შესაბამისად.

            მუხლი 23. პროფესიული კავშირის ორგანოშიარჩეული და ძირითად სამუშაოზე დასაქმებული პროფკავშირული მუშაკის დაცვის გარანტიები

            1. მუშაკს, რომელიც არჩეულია პროფესიულიკავშირის ორგანოში და გათავისუფლებული არ არის ძირითადი სამუშაოდან, შეიძლება მიეცესწარმოებისაგან თავისუფალი დრო პრფკავშირული მოვალეობის შესასრულებლად და ხანმოკლე სწავლებისათვის(კვალიფიკაციის ამაღლებისათვის) კოლექტიური ხელშეკრულებით (შეთანხმებით) განსაზღვრულიპირობების შესაბამისად.

            2. მუშაკი, რომელიც არჩეულია პროფკავშირულორგანოში ან პროფკავშირული კონფერენციის, ყრილობის დელეგატად, თავისუფლდება საწარმოოსაქმიანობისაგან ამ ორგანოს მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად კოლექტიური ხელშეკრულების(შეთანხმებით) განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

            3. დაუშვებელია დამსაქმებელთა ინიციატივით,შესაბამისიპროფკავშირული ორგანოს წინასწარი თანხმობის გარეშე,ძირითად სამუშაოზე დასაქმებული არჩევითიპროფკავშირული ორგანოს თავმჯდომარის, წევრის, პროფორგანიზატორისა და პროფჯგუფორგისსამუშაოდან დათხოვნა, სხვა სამუშაოზე გადაყვანა ან დისციპლინარული წესით დასჯა, გარდაკანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

            მუხლი 24. პროფკავშირულ ორგანოში არჩეული გათავისუფლებული პროფკავშირული მუშაკის დაცვისგარანტიები

            1. მუშაკს, რომელიც გათავისუფლდა ძირითადისამუშაოდან პროფკავშირულ ორგანოში არჩევის გამო, არჩევით თანამდებობაზე უფლებამოსილებისდამთავრების შემდეგ ენიჭება უპირატესი უფლება დაუბრუნდეს წინანდელ სამუშაოს (თანამდებობას)ან მიეცეს ტოლფასი სამუშაო (თანამდებობა).

            2. პროფკავშირულ ორგანოში არჩეული მუშაკისდამსაქმებლის ინიციატივით დათხოვნა მისი არჩევითი უფლებამოსილების დამთავრების შემდეგარ შეიძლება ერთი წლის განმავლობაში, გარდა კანონმდებოლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

            3. პროფკავშირულ ორგანოში არჩეულ გათავისუფლებულპროფკავშირულ მუშაკს ამ ორგანოში მუშაობის დრო ჩაეთვლება საერთო შრომით სტაჟში.

            4. საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის,პროფკავშირის კომიტეტში არჩეული მუშაკი, რომელიც გათავისუფლდა ძირითადი სამუშაოდან,კოლექტიური ხელშეკრულებით (შეთანხმებით) განსაზღვრული პირობების თანახმად სარგებლობსამ საწარმოს,დაწესებულების, ორგანიზაციის შესაბამის მუშაკთა დაწესებული სოციალური დაშრომითი უფლებებით.

            მუხლი 25. დამსაქმებლის ვალდებულებები პროფესიული კავშირის საქმიანობისათვისპირობების შესაქმნელად

            1. დამსაქმებლის,საწარმოს, დაწესებულების,ორგანიზაციის ადმინისტრაცია ვალდებულია, არსებული მატერიალური და ფინანსური შესაძლებლობებისფარგლებში, შექმნას პროფესიული კავშირის საქმიანობისათვის საჭირო პირობები, გადასცესპირველად პროფკავშირულ ორგანიზაციას სამსახურებრივი სარგებლობისათვის სათავსები, მოწყობილობა,კავშირგაბმულობის საშუალებები საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ხარჯზე.

            2. საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაშიმოქმედი პროფესიული კავშირის საქმიანობისათვის სხვა დამატებითი მატერიალური პირობებისშექმნა რეგულირდება კოლექტიური ხელშეკრულებით ან შეთანხმებით.

            3. დამსაქმებელი, საწარმოს, დაწესებულების,ორგანიზაციის ადმინისტრაცია, პროფკავშირის წევრ მუშაკთა პირადი წერილობითი განცხადებისსაფუძველზე, ამ მუშაკთა ხელფასიდან ყოველთვიურად გადარიცხავს პროფკავშირულ საწევროშენატანების პროფესიული კავშირის ანგარიშზე კოლექტიური ხელშეკრულებით განსაზღვრულიპირობების შესაბამისად.

თავი IV. პროფესიული კავშირისუფლებათა დაცვა და პასუხისმგებლობა

            მუხლი 26. პროფესიული კავშირის უფლებათადაცვა

            1. სახელმწიფო უზრუნველყოფს პროფესიულიკავშირის უფლებათა დაცვას კანონმდებლობის შესაბამისად.

            2. საქმეს პროფესიული კავშირისათვის მოქმედიკანონმდებლობით მინიჭებული უფლებების დარღვევის შესახებ განიხილავს სასამართლო.

            მუხლი 27. პასუხისმგებლობა პროფესიულიკავშირისუფლებათა დარღვევისათვის

            1. ამ კანონის დარღვევისათვის პასუხისმგებლობადგება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

            2. პროფესიულ კავშირს, პროფესიული კავშირებისგაერთიანებას (ასოციაციას), პროფკავშირის კომიტეტს, პროფკავშირის წევრს უფლება აქვთ,კანონმდებლობის შესაბამისად, დასვან საკითხი ან შეიტანონ სარჩელი (საჩივარი) სასამართლოშიიმ თანამდებობის პირთა პასუხიმგებლობის შესახებ, რომლებიც არღვევენ ამ კანონს, პროფესიულიკავშირების შესახებ სხვა სამართლებრივ და ნორმატიულ აქტებს, არ ასრულებენ გენერალური,დარგობრივი (სატარიფო) შეთანხმებებით, კოლექტიური ხელშეკრულებებით გათვალისწინებულვალდებულებებს.

            მუხლი 28. პროფესიული კავშირის პასუხისმგებლობა

            ამ კანონით, პროფესიული კავშირების შესახებსხვა სამართლებრივი და ნორმატიული აქტებით, გენერალური, დარგობრივი (სატარიფო) შეთანხმებებით,კოლექტიური ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შეუსრულებლობისათვის,სასამართლოსმიერ უკანონოდ ცნობილი მასობრივი საპროტესტო აქციების მომზადებისა და ჩატარებისათვისპროფესიული კავშირის და მისი ორგანოების ხელმძღვანელ მუშაკებს ეკისრებათ პასუხისმგებლობაკანონმდებლობის შესაბამისად.

თავი V. დასკვნითი დებულებანი

            მუხლი 29. კანონის ამოქმედება

            ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                                            ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1997 წლის 2 აპრილი

N 617 – IIს.