16 მილიონი დასაქმებულებს და სამართლებრივი დახმარება ირაკლი ბაღდავაძეს – ირაკლი პეტრიაშვილი განცხადებას ავრცელებს

მიუხედავად იმისა, რომ კატეგორიულად არ ვეთანხმები ირაკლი ბაღდავაძის რიგ განცხადებებსა და ქმედებებს, ვთავაზობ სამუშაოს კერძო კომპანიაში, – ამის შესახებ პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი სოციალურ ქსეში წერს.

,,დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი ირაკლი ბაღდავაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს, მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაცია, როგორც იქნა პროფკავშირს დაეთანხმა და ხელი მოაწერა დოკუმენტს რომელიც ჩვენს წევრებს (486 დასაქმებული) და კომპანიის თანამშრომლებს (4500 დასაქმებული)უზრდის სოციალურ გარანტიებს თექვსმეტი მილიონი ლარით (20%ხელფასების ზრდა, მეცამეტე ხელფასი გარანტირებულად, დაზღვევის თანხის გადახდა თანამშრომლებისთვის, სადღესასწაულო დღეს მატერიალური უზრუნველყოფა და ა.შ) და დოკუმენტი გავლილი და მხარდაჭერილი იყო მათ მიერ, მიუხედავად იმისა, რომ კატეგორიულად არ ვეთანხმები ირაკლი ბაღდავაძის რიგ განცხადებებსა და ქმედებებს, ძალიან ვწუხვარ იმ მდგომარეობაზე რაც მისი სამსახურის დაკარგვით აისახება მის ოჯახზე და ვთავაზობ სამუშაოს კერძო კომპანიაში, 1200 ლარი თვეში ასევე სამართლებრივ დახმარებას პროფკავშირების იურისტების ჩართულობით და ჩვენი ფინანსური უზრუნველყოფით !!!”