ჭიათურის მაღარო “პერევისაში” ორი დასაქმებული დაშავდა

გუშინ, 19 სექტემბერს, დაახლოებით 14:00 საათზე ჭიათურის მაღარო ,,პერევისა”-ში, რომელიც ,,სტალინი”-ს მაღაროს სახელით არის ცნობილი, ორი ამფეთქებელი დაშავდა.

სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას, ფეთქებადი მასალის გამოყენების დროს, აფეთქების შედეგად 26 წლის ზურაბ გამეზარდაშვილმა მხედველობა ორივე თვალზე, ხოლო 50 წლის ტარიელ ბიწაძემ ცალ თვალზე 100 %-ით დაკარგეს. ასევე, აღენიშნებათ სხეულის დამწვრობა.

საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი ფაქტის კვლევის კომისიის შექმნას და კომისიაში პროფკავშირის შრომის ტექნიკური ინსპექტორების ჩართვას მოითხოვს.