შრომითი უფლებები -“აღმოსვლეთ პარტნიორობის” დეკლარაციაში

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების მიერ, წლების განმავლობაში დაყენებული მოთხოვნები ევროკავშირის “აღმოსავლეთ პარტნორობის” სამიტის დეკლარაციაში აისახა. პროფკავშირების გაერთიანება იმედს გამოთქვამს, რომ დოკუმენტში ასახული პრიორიტეტები საქართველოს  ხელისუფლების მიერ, განსაზღვრულ ვადებში განხორციელდება.

ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მე-5-ე სამიტი, მიმდინარე წლის 24 ნოემბერს ქ. ბრიუსელში, ბელგია გაიმართა . ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს პროგრამის მონაწილე 6-ვე ქვეყნის (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, მოლდოვა, ბელორუსია) მაღალი დონის სამთავრობო დელეგაციებმა. საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გ. კვირიკაშვილი.

სამიტის შედეგები აისახა დეკლარაციაში, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებისთვის გაფორმდა ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის ფორმით. დოკუმენტში აისახა რეფორმირების პრიორიტეტულ მიმართულები და 2020 წლამდე გასატარებელ ღონისძიებათა ჩამონათვალი. საქართველოსთან მიმართებაში დოკუმენტი აქცენტს აკეთებს კარგი მმართველობის, ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების, სამოქალაქო საზოგადოების და ხალხთა შორის კონტაქტების მნიშვნელობაზე.

შრომითი სფეროს მიმართულებით, დოკუმენტი ითვალისწინებს შემდეგ დებულებებს:

პუნქტი 2.2 პროფკავშირების უფლებები და შრომითი სტანდარტები

მოკლევადიანი პრიორიტეტები :

საქართველომ უნდა:

  • შეიმუშაოს სამართლებრივი ჩარჩო, რომელიც განსაზღვრავს შრომითი ინსპექციის ზედამხედველობით ფუნქციებს და გააუქმოს შრომის ინსპექტორთა უფლებამოსილების  კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) სტანდარტების შესაბამისად.

საშუალოვადიანი პრიორიტეტები:

  • აღასრულოს 2013 წლის ივნისში მიღებული შრომის კოდექსი და სხვა შესაბამისი კანონმდებლობა შსო სტანდარტების შესაბამისად. შრომის კოდექსის საფუძველზე შეიმუშაოს შრომითი დავების გადაწყვეტის პროცედურები, შექმნას მოლაპარაკებათა კულტურა და მედიატორთა რეესტრი.
  • განაგრძოს ადექვატური კომპეტენციებისა და შესაძლებლობების მქონე შრომის ინსპექციის ეფექტური სისტემის ჩამოყალიბება ყველა ფორმის შრომისა და სამუშაო პირობების შემოწმების მიზნით ILO სტანდარტების შესბამისად;
  • უზრუნველყოს სამმხრივი სოციალური პარტნიორობის კომისიის ეფექტური ფუნქციონირება და გააგრძელოს სოციალური დიალოგის სრულყოფა შსო-სთან თანამშრომლობის გზით.

მიგრაცია და მოკლე ვადიანი თავშესაფრის პრიორიტეტები

  • შემუშავდეს უკანონო მიგრაციის ხელის შეშლის და ლეგალური მიგრაციის უზრუნველყოფის მექანიზმები, აწარმოოს მიგრაციის, სავიზო რეჟიმის, ევროკავშირის შრომითი ბაზრის და მიგრანტთა უფლება-მოვალეობების შესახებ საინფორმაციო კამპანიები.
  • ეფექტურად განახორციელოს საქართველოს 2016-2020 წლების სამიგრაციო პოლიტიკა და შესაბამისი სამოქმედო გეგმა

დასაქმება, სოციალური პოლიტიკა და თანაბარი შესაძლებლობები

მოკლევადიანი პრიორიტეტები :

  • ჯანდაცვის, გენდერული თანასწორობის, ანტიდისკრიმინაციის, შრომის კანონმდებლობის, შრომის უსაფრთხოების და პირობების სფეროში დაიწყოს „EU acquis*“-თან დაახლოვების სამუშაოები, განსაკუთრებით კი შესაბამისი კანონმდებლობის აღსრულების და ზედამხედველობის სისტემები პროფესიული უსაფრთხოების და ჯანმრთელობის სფეროში (OHS) კუთხით და ამ მიმართულებით ამაღლდეს სოციალური პარტნიორების ინფორმირებულობის დონე (მაგ: ევროკავშირის OHS კანონმდებლობისა და შრომითი კანონმდებლობის შესახებ ტრეინინგების გზით).
    *(EU acquis – ევროკომისიის სტრუქტურული ორგანო, რომელიც განსაზღვრავს ევროკავშირის წევრი ქვეყნების სავალდებულო უფლება-მოვალეობებს)
  • გაუმჯობესდეს შრომის ინსპექტირების ეფექტური სისტემის ჩამოყალიბებისათვის აუცილებელი საკანონმდებლო ბაზა;
  • თანაბარი შესაძლებლობების პრინციპებზე დაყრდნობით, სოციალური სერვისების გაუმჯობესება და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენციის ამაღლება დასაქმების და სოციალური პოლიტიკის რეალიზების კუთხით;

საშუალოვადიანი პრიორიტეტები:

  • შრომის ინსპექტირების ეფექტური სისტემის შექმნის მიზნით გაგრძელდეს ადმინისტრაციული და პრაქტიკული რეალიზების ღონისძიებები შსო-ს სტანდარტების შესაბამისად და გაძლიერდეს დასაქმების ადგილებზე OHS, შრომის კანონმდებლობის და სათანადო სასამართლო ორგანოების კომპეტენციის გაძლიერება;
  • ღირსეული შრომის სტანდარტების გათვალისწინებით და ახალგაზრდა თაობაზე განსაკუთრებული აქცენტით, დასაქმების, უფრო მეტი სამუშაო ადგილის შექმნის, აქტიური შრომის ბაზარის ხელშეწყობის ღონისძიებების და დასაქმების სერვისების გაუმჯობესება;
  • სოციალური დიალოგის ხელშეწყობა სოციალური სამმხრივი კომისიის ეფექტური ფუნქციონირების და სოციალური პარტნიორების კომპეტენციის ამაღლების გზით.

შ. ლაზარიაშვილი

26.11.2017