უმუშევრობა, როგორც კრიმინალის სათავე

სტატისტიკის სამსახური 2014 წლის მარტის სისხლის სამართლის სტატისტიკას აქვეყნებს.

გასული თვის განმავლობაში, სულ მსჯავრდებული 1289 პირიდან, თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა 553 პირს, პირობითი მსჯავრი შეეფარდა 544 პირს, ჯარიმა – 161 პირს, ხოლო – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა – 31 პირს.

2014 წლის მარტში სულ მსჯავრდებული 1289 პირიდან 96,2% მამაკაცი იყო, ხოლო ქალი – 3,8%.

ალკოჰოლურ სიმთვრალეში ჩადენილი დანაშაულის ხვედრითი წილი შეადგენდა 0,9%-ს, ნარკოტიკულ სიმთვრალეში კი 3,7%-ს; ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულის ხვედრითი წილი შეადგენს 3,3%-ს. სოფლად ჩადენილი დანაშაული შეადგენს 12,3%-ს. სულ მსჯავრდებული პირებიდან სხვა სახელმწიფოს მოქალაქე იყო 2,2%.

1289 მსჯავრდებული პირიდან, უმუშევარია – 1171, ანუ 90,8%, ხოლო – 22, ანუ 1,7% საჯარო მოსამსახურეა.kriminal

bpn