სპმთპ-ის წინააღმდეგ 3 წლიანი დავა დასრულებულია!

პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროკავშირის საგანგებო განცხადება

სასამართლო განხილვა ,,მარტოლეკი და სხვები საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის წინააღმდეგ” დღეს დასრულდა. მომჩივანი მხარის მოთხოვნა,  პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის 2010 წლის 30 ოქტომბრის  ყრილობის შედგების ბათილობა,  სასამართლომ არ დააკმაყოფილა, მომჩივანი მხარის მხრიდან სამართლებრივი არგუმენტებისა და მტკიცებულებების არქონის გამო. პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროკავშირის 2010 წლის 30 ოქტომბრის რიგგარეშე საარჩევნო ყრილობა, რომელზეც მაია კობახიძე აირჩიეს სპმთპ-ის პრეზიდენტად,  თბილისის საქალაქო სასამართლომ ცნო ლეგიტიმურად.

,,შეგახსენებთ, რომ  ჩვენი ორგანიზაციის წინააღმდეგ 3 წლის წინ დაწყებული დავა ყოფილი ხელისუფლების მიერ იყო ინიცირებული , რაც არაერთი  საერთაშორისო ორგანიზაციისა და მათი წარმომადგენლების წერილებითა და საჯარო განცხადებებით დასტურდება.  ყველა სასამართლო პროცესს,  სამი წლის განმავლობაში, საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დღევანდელ სასამართლო პროცესს დაესწრო ერვოკავშირის წარმომადგენელი ბატონი ოლივერ რაიზნერი, ამერიკის სოლიდარობის პროგრამების დირექტორი, ბატონი  რობერტ ფილდინგი და აშშ-ს საელჩოს წარმომადგენელი. ინფორმაციისათვის, ბატონი ოლივერ რაიზნერი და რობერტ ფილდინგი აგრეთვე ესწრებოდნენ დამკვირებლის სტატუსით 2010 წლის 30 ოქტომბრის რიგგარეშე საარჩევნო ყრილობას.

აღსანიშნავია, რომ  2010 წლის 24 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში  სარჩელი  სპმთპ-ის 121-მა დელეგატმა შეიტანა. აქედან,    94 მომჩივანმა დელეგატმა სარჩელი უკან გაიატანა და ისინი აქტიურ პროფკავშირულ საქმიანობას ახორციელებენ სპმთპ-ის აღდგენა -რეაბილიტაციის მიზნით.  საპარლამენტო არჩევნების შემდეგ  მოხსნილია ზეწოლა ორგანიზაციაზე და ჩვენ 30 000-ზე მეტ პედაგოგს აღვუდგინეთ წევრობა.  მომჩივან მხარეს კი დარჩა სპმთპ-ის მხოლოდ ის ყოფილი დელეგატები, რომელთაც შექმნილი აქვთ პარალელური ფუნქციის ახალი ორგანიზაცია  ე.წ პროფკავშირი „ზოგადი განათლების პროფესიული კავშირი“ -განახცადა სპმთპ-ის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ.

მოსამართლემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იურიდიულ ინტერესზე : „ყრილობის ბათილობის შემთხვევაში რა სარგებელს მოუტანდა სასამართლო გადაწყვეტილება მომჩივან მხარეს?“  – მომჩივანმა მხარემ არგუმენტები ვერ დაასაახელა, ვინადიან ისინი უკვე აღარ არიან პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ლიდერები და   სპმთპ-ის აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით შეწყვეტილი აქვთ ამ ორგანიზაციის წევრობაც.

სპმთპ წარმატებით ახორციელების ორგანიზაციის აღდგენისა და ინსტიტუციონალური განვითარების საქმიანობას. საქართველოს რაიონებში მიმდინარეობს საარჩევნო კონფერენციები, სპმთპ-ის წევრები  ირჩევენ რაიონული/საქალაქო ორგანიზაციების თავმჯდომარეებს და ყრილობის დელეგატებს. ორგანიზაციის წესდების მოთხოვნების შესაბამისად,  პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი    ახალ გეგმიურ საარჩევნო ყრილობას 2014 წელს ჩაატარებს.