სავაჭრო პალატას ორსული ქალის გათავისუფლებისთვის ფინანსური სანქცია დაეკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  საქართველოს სავაჭრო–სამრეწველო პალატას – ნინო შენგელიას სამსახურში აღდგენა დააკისრა. ასევე სასამართლო სასამართლოს იძულებითი მოცდენის ანაზღაურება თვეში 1900 ლარის ოდენობით , რომელიც დღეის მდგომარეობით 22 800 ლარს შეადგენს. ნინო შენგელია დეკრეტულ შვებულებაში იმყოფებოდა  და ამავდროულად მეორე ბავშვზე ფეხმძიმედ, როცა დამსაქმებელმა აცნობა რომ 2016 წლის იანვრის თვეში, სამსახურში ვერ დაბრუნდებოდა, რადგან მის ხელშეკრულების ვადა გასული წლის 25 ოქტომბერს ანუ ჯერ კიდევ დეკრეტულ შვებულებაში ყოფნის დროს გაუვიდა. სასამართლოში გაერთიანებამ შეძლო დამტკიცება, რომ მისი ხელშეკრულება ვადიანი არ იყო და შესაბამისად საქმე წარმატებით დაასრულა. სასამართლო სხდომა 27 დეკემბერს შედგა. აღნიშნული იურიდიული დახმარება ნინო შენგელიას გაეწია აღნოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) da USAID-is მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში ,,მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა ქალთა შრომითი უფლებების უზრუნველსაყოფად”%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%9d