პროფკავშირული სოლიდარობის ძალა

პროფკავშირების სოლიდარულმა მოქმედებებმა შედეგი კიდევ ერთხელ  გამოიღო. ყაზახი მენავთობე ქალი როზა ტულეტაევა მკაცრი რეჟიმის დაწესებულებიდან შედარებით მსუბუქი რეჟიმის – სამოსახლო კოლონიაში გადაიყვანეს. ტულეტაევა ერთადერთი ქალია, რომელიც ე.წ. ჟანაოზენის საქმეზე გაასამართლეს და დღემდე პატიმრობაში იმყოფება.

საქართველოს პროფკავშირები ყაზახი ნავთობის სფეროში დასაქმებულების გათავისუფლების კამპანიაში 2013 წლის 10 დეკემბერს – პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციასთან, გლობალურ პროფკავშირ “ინდუსტრიალთან“,  უკრაინის, ბელორუსიის და რუსეთის პროფკავშირებთან ერთად ჩაერთო. ამ ბრძოლამ შედეგი უკვე გამოიღო!

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება მოუწოდებს ყველა პროფკავშირელს ჩაერთოს ამ  ბრძოლაში, რათა ყაზახეთში უკანონოდ დაკავებული ყველა პროფკავშირელი გათავისუფლდეს!

menavtobe