პროფკავშირებმა მორიგი სასამართლო დავა მოიგეს

2015 წლის 17 ნოემბერს, სასამართლო დავა   შპს “მეტრომარტის“ დასაქმებულებსა და შპს მეტრომარტს შორის, მოსარჩელეების – ზურაბ სეხნიაშვილის, ქართლოს ხუბულურის,  გია კალანდიას და  ვალიან ბეკურაშვილის სასარგებლოდ დასრულდა. ისინი 2015 წლის 18 ივნისს სიტყვიერად  გაათავისუფლეს სამსახურიდან.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების დახმარებით, მოსარჩელეებს ჩაურიცხეს ბოლო თვის ხელფასი და  ხელფასზე დაკლებული თანხა,  ამასთან ერთად, მათ  დაერიცხებათ ერთი თვის კომპენსაცია.