დასაქმებულთა როლის გაძლიერება სამუშაო ადგილებზე

1370337_4875475744149_1944721591_n2013 წლის 18–19 სექტემბერს ბრიუსელში,  პან ევროპული რეგიონალური საბჭოს (PERC) მე-5 საზაფხულო სკოლა სახელწოდებით: “დასაქმებულთა როლის გაძლიერება სამუშაო ადგილებზე, საზოგადოებასა და პოლიტიკურ პროცესებში“ გაიმართა. ეს ფორუმი აერთიანებდა პროფკავშირის ლიდერებს და ოფიციალურ პირებს ევროპიდან, რომლებმაც ერთად განიხილეს ევროპის პროფესიული კავშირების მოძრაობების წინაშე არსებული გამოწვევები და შეიმუშავეს ერთობლივი სამოქმედო გეგმა.

პირველ სესიაზე განიხილებოდა ,“შრომითი ურთიერთობები ცვალებად მსოფლიოში.“ რა პერსპექტივები აქვს პროფესიულ კავშირებს?“. მთავარმა მომხსენებელმა, რიჩარდ ფრიმანმა ჰარვარდის უნივერსიტეტიდან გააკეთა მოხსენება პროფკავშირების ამჟამინდელ მდგომარეობის შესახებ – ეკონომიკური გაურკვევლობისა და უთანასწორობის, შრომითი ურთიერთობის მდგომარეობის შესახებ. ასევე მან კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა პროფესიული კავშირების სამომავლო გავლენა მსოფლიოში, შეძლებს თუ არა კოლექტიური მოლაპარაკება საზოგადოების აქტივობაში წვლილის შეტანას.

ევროკავშირის ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია წარმოადგინა მარტინ მაიატმა, ევროპის პროფესიული კავშირის ინსტიტუტიდან (ETUI), ხოლო აღმოსავლეთის პარტნიორობის პოლიტიკისა და პროფკავშირების აქტივობებისა და პერსპექტივების შესახებ ინფორმაცია მოამზადა ანტონ ლეპიკმა, საერთაშორისო პროფესიული კავშირების პან ევროპული  საბჭოს რეგიონალური საბჭოდან (ITUC-PERC).

მეორე სესიის მთავარი თემა იყო: ,“ცვლილებები სამუშაოების, შრომის ბაზრისა და ინტერესების,“ რომელიც ფოკუსირებული იყო შრომის ბაზრის ტენდენციებზე და არასამთავრობო ორგანიზაციების როლის ზრდაზე ევროპაში. აგნიესა პიესამ ევროპის პროფესიული კავშურების ინსტიტუტიდან (ETUI) და ოლგა კულაევამ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციიდან პრეზენტაცია გააკეთეს ევროკავშირზე და ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოებზე, ხოლო გრიგოლ გრადევმა პრეზენტაცია გააკეთა  ეკონომიკის ჩრდილის გავლენაზე საზოგადოებაში და ისაუბრა პოლიტიკურმა ელიტემის მიერ შექმნის ახალი თამაშის წესების შესახებ, რომელიც დამყარებულია კორუფციასა და ნეპოტიზმზე. ლუკ კორტებეკმა, რომელიც წარმოადგენდა მშრომელთა ჯგუფს მონაწილეებს გააცნო შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის  ევროპის რეგიონალური შეხვედრის შედეგები, დამსაქმებელთა გამოწვევები და შსო-ს სამეთვალყურეო მექანიზმები.

მესამე სესიის: “შრომელთა გაძლიერება – პროფკავშირული ორგანაიზინგის“ მთავარმა მომხსენებელმა, ჯერემი ვედინგტონმა გააკეთა პრეზენტაცია პროფკავშირის წევრების მოტივაციის ამაღლებისა და პროფკავშირის წარმომადგენლებისა და დასაქმებულების ურთიერთობების მნიშვნელობაზე საწარმოების დონეზე. ჩავდარ ჰრისტოვმა, რომელიც წარმოადგენდა ბულგარეთის პრფესიულ კავშირებს (KNSB-Bulgaria) პრეზენტაცია გააკეთა დასაქმებულების მობილიზების კამპანიის რომელშიც იყენებდნენ ევრო დირექტივებს კონსულტაციებისა და რეკომენდაციების დროს. ნატალია ლევიცკაია უკრაინის პროფესიული კავშირების(KVPU-Ukraine) წარმომადგენელმა და პან ევროპული რეგიონალური საბჭოს წარმომადგენლებმა პრეზენტაცია გააკეთეს პროექტის: “გადაწყვეტილება ცხოვრებისათვის“ უკრაინასა და რეგიონში არსებული გამოცდილების გათვალისწინებთ“. ხოლო იგორ კოვალჩუკმა, რომელიც რუსეთის პროფკავშირებს (KTR) წარმოადგენდა დამსწრეებს გააცნო მათ მიერ გახორციელებული გამწვანების კამპანია.  პოლონეთის სოლიდარობის წარმომადგენელმა კასპერ სტახოვსკიმ გააკეთა პრეზენტაცია საკუთარი ორგანიზაციის გამოცდილების შესახებ ორგანაიზინგის საკითხებში.

ბოლო სესიაზე: “პროფესიული კავშირების, საზოგადოებისა და პოლიტიკური ძალაუფლების გაძლიერება“ საერთაშორისო პროფესიული კავშირების კონფედერაციის (ITUC) გენერალურმა მდივანმა, შარონ ბაროუმ ისაუბრა მომავალ მსოფლიო კონგრესზე და მათ ამბიციებზე გააძლიერონ მშრომელების ძალაუფლება. მან ასევე მოუწოდა ყველას ჩაერთონ საერთაშორისო პროფესიული კავშირების კონფედერაციის მიერ დაწყებულ ყატარის კამპანიაში, რომელიც 2022 წელს მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატს მასპინძლობს.  საერთაშორისო პროფესიული კავშირების კონფედერაციის სამეკავშირეო ოფიცერმა, გემა სარტმა გააკეთა პრეზენტაცია  ITUC-ის გლობალური გამოკითხვისა და საზოგადოების ორგანიზების ინიციატივის, ხოლო პლამენ იმიტოვმა  ბულგარეთის პროფკავშირების (KNSB) წარმომადგენელმა გააკეთა პრეზენტაცია ბულგარეთის სამოქალაქო საპროტესტო აქციების შესახებ. იუგარ ოზესმიმ პრეზენტაცია გააკეთა ახალი სოციალური პლატფორმის შესახებ www.change.org რომელიც საზოგადოებას მობილიზებაში დაეხმარება.

 

http://perc.ituc-csi.org/The-5th-PERC-Summer-School-titled