ალტერნატიული სასჯელი და უცხოური პრაქტიკა

ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი სას­ჯე­ლე­ბი, რო­მელ­თა­გან ყვე­ლა­ზე გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლია სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის სა­სარ­გებ­ლო შრო­მა, საზღ­ვარ­გა­რე­თის ქვეყ­ნებ­ში ნაკ­ლე­ბად მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის შემ­თხ­ვე­ვა­ში ფარ­თოდ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. მი­სი ასე აქ­ტი­უ­რად გა­მო­ყე­ნე­ბის მი­ზე­ზია ის, რომ ქვე­ყა­ნა­ში იყოს რაც შე­იძ­ლე­ბა ნაკ­ლე­ბი პა­ტი­მა­რი და არ მოხ­დეს მა­თი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან გა­რიყ­ვა. სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის სა­სარ­გებ­ლო შრო­მით შე­იძ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლოს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კ­ვე­თა და ჯა­რი­მა. გარ­და ამი­სა, სას­ჯე­ლის ეს ფორ­მა შე­იძ­ლე­ბა და­ი­ნიშ­ნოს პი­რო­ბით ვა­დამ­დე გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის დროს. თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კ­ვე­თის შეც­ვ­ლა ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი სას­ჯე­ლით შე­საძ­ლე­ბე­ლია, მხო­ლოდ გან­სას­ჯე­ლის თან­ხ­მო­ბით.

სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის სა­სარ­გებ­ლო შრო­მა გა­მო­ი­ყე­ნე­ბა აშშ-ში, დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, საფ­რან­გეთ­ში, გერ­მა­ნი­ა­ში, ჰო­ლან­დი­ა­ში, ავ­ს­ტ­რი­ა­ში, ბელ­გი­ა­ში, ბულ­გა­რეთ­ში, ეს­პა­ნეთ­ში, შვე­დეთ­ში, შვე­ი­ცა­რი­შა, ლიტ­ვა­ში, რუ­სეთ­ში, უკ­რა­ი­ნა­ში, სომ­ხეთ­ში და ა.შ.

სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის სა­სარ­გებ­ლო შრო­მა გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ამე­რი­კის ყვე­ლა შტატ­ში, რო­გორც ძი­რი­თა­დი, ასე­ვე ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი სას­ჯე­ლის სა­ხით – თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კ­ვე­თი­სა და ჯა­რი­მის ნაც­ვ­ლად. აშშ-ში მოქ­მე­დებს სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის სა­სარ­გებ­ლო შრო­მის სპე­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მე­ბი, რომ­ლებ­საც ახორ­ცი­ე­ლე­ბენ სა­ხელ­მ­წი­ფო და არა­კო­მერ­ცი­უ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, რო­მელ­თაც სა­კუ­თა­რი პროგ­რა­მე­ბი აქვთ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ პროგ­რა­მებს გარ­კ­ვე­უ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბი ახა­სი­ა­თებს, მა­გა­ლი­თად, სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის მო­ძებ­ნა, პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის რის­კი, გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ხარ­ჯე­ბი, ისი­ნი მა­ინც წარ­მა­ტე­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა. სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი შრო­მა, რო­გორც წე­სი, არ არის ანაზღა­უ­რე­ბა­დი, თუმ­ცა არის გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბიც. კერ­ძოდ, არი­ზო­ნას შტატ­ში პროგ­რა­მა­ში ჩარ­თულ მსჯავ­რ­დე­ბუ­ლებს უხ­დი­ან გარ­კ­ვე­ულ თან­ხას. ვა­შინ­გ­ტონ­ში კი მსჯავ­რ­დე­ბუ­ლის­თ­ვის სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის სა­სარ­გებ­ლო შრო­მის და­კის­რე­ბის შე­სა­ხებ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა გა­მო­აქვს სა­ოლ­ქო სა­სა­მარ­თ­ლოს მო­სა­მარ­თ­ლეს. იგი გან­საზღ­ვ­რავს სა­მუ­შაო სა­ა­თე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა­სა და დროს.

დი­დი ბრი­ტა­ნე­თის კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის სა­სარ­გებ­ლო შრო­მა გა­ნი­ხი­ლე­ბა, რო­გორც თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კ­ვე­თის ალ­ტერ­ნა­ტი­ვა. მსჯავ­რ­დე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლია შე­ას­რუ­ლოს გარ­კ­ვე­უ­ლი სა­მუ­შაო ანაზღა­უ­რე­ბის გა­რე­შე. სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი შრო­მა სრულ­დე­ბა მსჯავ­რ­დე­ბუ­ლის სა­მუ­შა­ოს­გან თა­ვი­სუ­ფალ დროს, მხო­ლოდ სა­მუ­შაო დღე­ებ­ში. თუმ­ცა, ის პი­რე­ბი, რომ­ლე­ბიც მუ­შა­ო­ბენ ან სწავ­ლო­ბენ სრუ­ლი გრა­ფი­კით, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ სა­მუ­შა­ოს ას­რუ­ლე­ბენ შა­ბათ-კვი­რას ან სა­ღა­მო­ო­ბით. მსჯავ­რ­დე­ბუ­ლე­ბის და­საქ­მე­ბა­ზე ზრუ­ნა­ვენ ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ორ­გა­ნო­ე­ბი. დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში არ­სე­ბობს მსჯავ­რ­დე­ბულ­თა და­საქ­მე­ბის ორი ფორ­მა: ჯგუ­ფუ­რი და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი. იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში თუ დარ­ღ­ვე­უ­ლი იქ­ნე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის სა­სარ­გებ­ლო შრო­მის პი­რო­ბე­ბი, საქ­მე დაბ­რუნ­დე­ბა სა­სა­მარ­თ­ლო­ში და მსჯავ­რ­დე­ბულს სას­ჯე­ლი და­უმ­ძი­მე­დე­ბა.

შვე­დეთ­ში გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ტა­ნის დროს მო­სა­მარ­თ­ლე ყო­ველ­თ­ვის უპი­რა­ტე­სო­ბას ანი­ჭებს ალ­ტერ­ნა­ტი­ულ სან­ქ­ცი­ებს. შვე­დურ სის­ხ­ლის სა­მარ­თ­ლის პრო­ცეს­ში პა­ტიმ­რო­ბა ნაკ­ლე­ბად მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის შემ­თხ­ვე­ვა­ში არა­ე­ფექ­ტურ სას­ჯე­ლად ით­ვ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ვერ ახ­დენს სა­მარ­თალ­დამ­რ­ღ­ვე­ვის რე­სო­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ას. თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კ­ვე­თა ენიშ­ნე­ბათ, ძი­რი­თა­დად, იმ პი­რებს, რო­მელ­თაც ჩა­ი­დი­ნეს და­ნა­შა­უ­ლი სა­კუთ­რე­ბის, სი­ცოცხ­ლი­სა და ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ. პი­რო­ბით ვა­დამ­დე გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა, სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის სა­სარ­გებ­ლო შრო­მას­თან ერ­თად, ენიშ­ნე­ბათ იმ პი­რებს, რო­მელ­თაც ბრა­ლი ედე­ბათ ისე­თი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნა­ში, რო­მე­ლიც არ არის დი­დი სო­ცი­ა­ლუ­რი საფ­რ­თხის შემ­ც­ვე­ლი. შვე­დეთ­ში პრო­ბა­ცი­ის პე­რი­ო­დი ორ ეტა­პად იყო­ფა. თუ პირ­ვე­ლი ერ­თი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­მარ­თალ­დამ­რ­ღ­ვე­ვი არ და­არ­ღ­ვევს კა­ნონს და მი­სი ქცე­ვა იქ­ნე­ბა სა­ნი­მუ­შო, მას­ზე შეწყ­დე­ბა კონ­ტ­რო­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და შე­იძ­ლე­ბა დად­გეს სა­კითხი მი­სი სრუ­ლი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ, ხო­ლო თუ იგი და­არ­ღ­ვევს წე­სებს, ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის პე­რი­ო­დი გა­იზ­რ­დე­ბა.

ფი­ნეთ­ში სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი თვლი­ან, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი სან­ქ­ცი­ე­ბის ფარ­თოდ გა­მო­ყე­ნე­ბა უფ­რო მე­ტად შე­უწყობს ხელს დამ­ნა­შა­ვის გა­მოს­წო­რე­ბას, ამი­ტომ, იქ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის სა­სარ­გებ­ლო შრო­მა გა­მო­ი­ყე­ნე­ბა რო­გორც ძი­რი­თა­დი სას­ჯე­ლი და შე­იძ­ლე­ბა და­ი­ნიშ­ნოს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კ­ვე­თის ნაც­ვ­ლად თუ თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კ­ვე­თის ვა­და არ აღე­მა­ტე­ბა რვა თვეს. ფი­ნეთ­ში ბო­ლო წლებ­ში სულ უფ­რო აქ­ტი­უ­რად ხდე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კ­ვე­თის შეც­ვ­ლა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის სა­სარ­გებ­ლო შრო­მით. მა­გა­ლი­თად, მხო­ლოდ 2006 წელს გა­მო­ტა­ნი­ლი სა­სა­მარ­თ­ლო გა­ნა­ჩე­ნე­ბის 36 პრო­ცენ­ტი ით­ვა­ლის­წი­ნებს სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის სა­სარ­გებ­ლო შრო­მის და­კის­რე­ბას. ერთ-ერ­თი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა, რაც გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ფი­ნე­თის სის­ხ­ლის სა­მარ­თ­ლის კო­დექ­სით, არის სა­მარ­თალ­დამ­რ­ღ­ვე­ვის პი­რა­დი ინ­ტერ­ვიუ. სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი შრო­მის და­კის­რე­ბამ­დე მო­სა­მარ­თ­ლე პი­რა­დად გა­ე­სა­უბ­რე­ბა გან­სას­ჯელს, რა­თა დარ­წ­მუნ­დეს, რომ იგი მზა­დაა შე­ას­რუ­ლოს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი სა­მუ­შაო. სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი შრო­მის პი­რო­ბე­ბის უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო დარ­ღ­ვე­ვის შემ­თხ­ვე­ვა­ში კი პირს მი­ე­ცე­მა მხო­ლოდ ზე­პი­რი ან წე­რი­ლო­ბი­თი გაფ­რ­თხი­ლე­ბა. ხო­ლო, თუ ად­გი­ლი ექ­ნე­ბა სე­რი­ო­ზულ დარ­ღ­ვე­ვებს ან ახალ და­ნა­შა­ულს, ამ დროს საქ­მე დაბ­რუნ­დე­ბა სა­სა­მარ­თ­ლო­ში და სას­ჯე­ლი დამ­ძიმ­დე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა რუ­სეთს. სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი შრო­მა, რო­გორც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სას­ჯე­ლის ზო­მა, იქ 2004 წლი­დან გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. მსჯავ­რ­დე­ბულს სა­ვალ­დე­ბუ­ლო შრო­მა ენიშ­ნე­ბა იმი­სათ­ვის, რომ აანაზღა­უ­როს მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზი­ა­ნი. სას­ჯე­ლის და­კის­რე­ბის დროს სა­სა­მარ­თ­ლომ უნ­და გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს მსჯავ­რ­დე­ბუ­ლის პი­რა­დი და სო­ცი­ა­ლუ­რი და­ხა­სი­ა­თე­ბა, პრო­ფე­სი­უ­ლი ჩვე­ვე­ბი, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ფაქ­ტო­რი და სხვა. პა­ტიმ­რებს ასაქ­მებს ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა.alternatiuli sasjeli