„ჯერ ხალხი და მათი უფლებები“ აქცია მადრიდში
27 / 12 / 2016
ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გაიმართა ქვეყნის უმსხვილესი პროფკავშირული გაერთიანებების – UGT და CCOO-ს მიერ ორგანიზებული დემონსტრაცია. აქციას, რომელიც გაიმართა დევიზით „ჯერ ხალხი და მათი უფლებები“ შეუერთდა 30 000-მდე ადამიანი. დემონსტრანტთა მთავარი მოთხოვნა იყო 2013 წელს, დეფოლტის პირობებში დაწესებული ეკონომიკური შეზღუდვების მოხსნა და ხელფასებისა და პენსიების ზრდა. UGT-ს ლიდერის ხოსე მარია ალვარესის განცხადებით, „დემონსტრაციები შესაძლოა გაგრძელდეს, ეს დამოკიდებულია მხოლოდ ხელისუფლების უნარზე რომ არა მარტო განიხილოს, არამედ აწარმოოს

მოლაპარაკებები და მიაღწიოს შეთანხმებებს“.