პროფკავშირებმა სამართლებრივი დავა მოიგო – მოსარჩელე 228 254 ლარს მიიღებს
ShareTweet პროფკავშირების გაერთიანებამ კიდევ ერთი საქმე მოიგო – დღეს… ShareTweet
08/04/202110 / 11 / 2016
მუშების მოთხოვნა დაკმაყოფილდა და კომპანიამ მენეჯმენტის 13-ი თანამშრომელი თანამდებობიდან გაათავისუფლა. გაფიცვა დასრულებულია. რკინიგზელები მიიღებენ გაფიცვისას მოცდენილი საათების ანაზღაურებასაც. ბიუროს ხელმძღვანელის მოადგილედ მუშებისთვის მისაღები კომპანიის ქართველი თანამშრომელი დაინიშნა. მოლაპარაკებებში ჩართულები იყვნენ საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წარმომადგენლები და ადგილობრივი თვითთმმართველობა. მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში რკინიგზის ობიექტზე რემონიტორინგისთვის დაშვებული იქნება შრომის ინსპექცია და პროფკავშირები.
ვიტალი გიორგაძე, რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის თავმჯდომარე: “შეთანხმება მიღწეულია, ზვარეს ობიექტზე დაინიშნა ქართველი ხელმძღვანელი, რომელიც თავად მუშებმა წარადგინეს ამ თანამდებობაზე.”
სააგენტო ეტანიუსის ინფორმაციით, ჩინური რკინიგზის წარმომადგენელმა მომხდარის ფაქტის გამო ბოდიში მოიხადა და თქვა: ,ჩინელებს ერთი გამოთქმა გვაქვს: ჩხუბის შემდეგ მეგობრობით დიდი ძმობა იწყება და იმედი გვაქვს ასეც იქნებაო”.