შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საერთაშორისო კონფერენცია თბილისში
18 / 11 / 2014
ღონისძიებაში საქართველოს პროფკავშირების წარმომადგენლების გარდა, მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ჯანმრთელობისა და შრომის დაცვის სამინისტროს, პრემიერ მინისტრის აპარატის, მსოფლიო პროფკავშირების კონფედერაციის და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა. კონფერენციას ასევე ესწრებიან სტუმრები: სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, მოლდოვადან, ბელორუსიდან, უკრაინიდან, ყაზახეთიდან და ყირგიზეთიდან.
შეხვედრაზე განიხილეს პან-ევროპული რეგიონული საბჭოს (PERC ) პერსპექტივა – თუ რა არის პრიორიტეტული PERC-ისთვის. პრეზენტაცია NIS-ის რეგიონში შრომის და ჯანმრთელობის უსაფრთხოების პროფკავშირული ქსელის შესახებ (OSH NIS TU Network), მისი ამოცანები, რესურსები და როლი პროფკავშირების პოტენციალის გაძლიერებაში
ასევე ისაუბრეს ILO- ს სტრატეგიაზე უსაფრთხოების საკითხებში, ევროკავშირის სტრატეგიზე უსაფრთხოების საკითხებში, ინსტიტუციებზე, მიმდინარე აქტივობებზე და სხვა. შეხვედრის დროს გაიმართა მრგვალი მაგიდა, სადაც შრომითი პირობებზე და შრომის ინსპექციასზთან დაკავშირებულ ტენდენციებს გაესვა ხაზი.