შრომის სამინისტრომ პროფკავშირსა და რკინიგზის ადმინისტრაციას შორის შრომითი დავის გადასაწყვეტად მედიატორი დანიშნა
12 / 11 / 2014
რკინიგზაში წარმოშობილ შრომის დავასთან დაკავშირებით , პროფკავშირმა 2014 წლის 21 ოქტომბერს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს საქართველოს შრომის კოდექსის 48 პრიმა მე–3 მუხლის შესაბამისად შეტყობინება გაუგზავნა. შეტყობინების გაგზავნიდან 21 დღის ვადაში, ითვალისწინებს შრომით დავაზე დაიწყოს შემათანხმებელი პროცედურა, რომელშიც მონაწილეობას სამინისტროს მიერ დანიშნული მედიატორი წარმართავს.
11 ნოემბერს, მინისტრის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელის ზაზა სოფრომაძის N:01–286/ო ბრძანების თანახმად, საქართველოს რკინიგზელთა ახალ პროფკავშირსა და სს “საქართველოს რკინიგზას“ შორის, კოლექტიური დავის საგნისა და შემათანხმებელი პროცედურების შესწავლისა და შეჯერების მიზნით, დაინიშნა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ქალბატონი ქეთევან ირემაშვილი.
რკინიგზელთა ახალ პროფკავშირს სამი ძირითადი მოთხოვნა აქვს: წინასაახალწლოდ გაიცეს ე.წ. მე–13 ხელფასი, 2015 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდეს ახალი სახელფასო სისტემა კლასისა და დამსახურების დანამატების გათვალისწინებით და დაიწყოს გაცემა ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების კვირაში 40 საათის შემდგომ.
უკვე დაწყებულია შრომით დავაზე შემათანხმებელი პროცედურები, რომელსაც მინისტრის მიერ დანიშნული მედიატორი, ქეთევან ირემაშვილი უხელმძღვანელებს.
იხილეთ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება მედიატორის დანიშვნასთან დაკავშირებით: