
”შრომითი უფლებები საქართველოში – ცვლილებების დღის წესრიგი”
10 / 11 / 2017
კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ასევე შრომის და ჯანმრთელობის მინისტრები, პარლამენტის ჯანდაცვისა და ადამიანის უფლებათა კომიტეტების თავმჯდომარეები. აშშს ელჩი საქართველოში, შსო- ს, ევროკავშირის, გაეროს და საქართველოს პროფკავშირების წარმომადგენლები.
ხაზი გაესვა პარტნიორობის სამმხრივი კომისიის ჯანსაღი ფუნქციონირების საკითხებს, რეალური შრომის ინსპექციის შექმნის მნიშვნელობასა და პერსპექტივას, ასევე ქალთა უფლებების დაცვის საკითხებს.
ირაკლი პეტრიაშვილმა თავის გამოსვლაში გაამახვილა ყურადღება უსაფრთხო და ღირსეულ შრომაზე და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე, კოლექტიური მოლაპარაკეკების წარმოებაზე, ასოციაციის თავისუფლებასა და რეალურ დიალოგზე.
შეხვედრის ბოლო პანელი ქალთა უფლებების განხილვას დაეთმო.