მოგებული დავა ,,სვის კაპიტალის” წინააღმდეგ
ShareTweet თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ დაკმაყოფილდა… ShareTweet
25/02/202121 / 01 / 2016
მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებასა და შპს. „ჯორჯიან მანგანეზის“ ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის ადმინისტრაციას შორის პროფკავშირების გაერთიანების ოფისში შედგა შეხვედრა, რომელზეც თანამშრომელთათვის დამატებითი ბენეფიტების გაცემაზე მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს.
შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნეს, რომ მანგანუმის მრეწველობაში შექმნილი კრიზისული მდგომარეობიდან გამომდინარე, ჭიათურაში განვითარებული პროცესები უმნიშვნელოვანეს გამოწვევას წარმოადგენს როგორც საწარმოსთვის, ასევე ქვეყნისთვის. საწარმოს მიერ შემუშავებული ანტიკრიზისულ ღონისძიებებთან ერთად(რაც ითვალისწინებს 2016 წლის 20 იანვრიდან 20 მაისამდე საწარმოსა და თანამშრომლებს შორის გაფორმებული შეთანხმებით განსაზღვრულ სპეციალურ რეჟიმში მუშაობის პერიოდში დასაქმებულებისთვის ხელფასის 60%-ის და ჯანმრთელობისოჯახურისადაზღვევოპაკეტითმომსახურებისშენარჩუნებას, ასევე, შესაბამის საფინანსო ინსტიტუტებთან დასაქმებულების სასესხო ვალდებულებებისგადავადებისუზრუნველყოფას) განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საწარმოს ყველაზე დაბალანაზღაურებადი თანამშრომლებისათვის შემოსავლების კლების შემსუბუქების მიზნით დამატებითი ღონისძიების გატარება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეები თანხმდებიან შემდეგზე: