ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობაზე მუშები გაიფიცნენ
07 / 05 / 2015
გაფიცულები აცხადებენ, რომ სამუშაო დღის ხანგრძლივობის გაზრდის მიუხედავად, ანაზღაურება იგივე დარჩა.
მუშების თქმით, კომპანია “სინოჰიდროს” წარმომადგენლები მათ სიტყვიერ შეურაცხყოფასაც აყენებენ და ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელიც ობიექტიდან წყლის მოსატანად გავიდა, სამსახურიდან გაათავისუფლეს.
გაფიცულებს კომპანიის იურისტი ბადრი ღაღაიშვილი შეხვდა, რომელმაც განაცხადა, რომ ყველა პრობლემა მოგვარდება და ზეგანაკვეთური საათები ანაზღაურდება. იურისტის თქმით, კომპანიის თანამშრომელი გათავისუფლებული არ არის და მას შეუძლია მუშაობის გაგრძელება.