ქართველების ისრაელში დასაქმების პერსპექტივები
25 / 03 / 2014
მისი თქმით, ისრაელში სამშენებლო ბუმია და იქ მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან, მათ შორის ინდონეზიიდან, თურქეთიდან და აფრიკიდან მშენებლები ყოველწლიურად ჩადიან სამუშაოდ. იციკ მოშე მიიჩნევს, რომ საქართველოს მოქალაქეების დასაქმებისთვის ეს კარგი შანსია. მისი თქმით, ანაზღაურების გარდა ისრაელში თანამედროვე სამშენებლო ტექნოლოგიებს აითვისებენ, რომელსაც შემდეგ სამშობლოში გამოიყენებენ. მოშეს ცნობით, ისრაელში მშენებლების საშუალო ხელფასი 2 ათასი დოლარია.
გარდა ამისა, ისინი დაზღვევას და სხვა სოციალურ დახმარებებსაც მიიღებენ. სავაჭრო პალატაში იმედოვნებენ, რომ გადაწყვეტილების მიღებას ორ ქვეყანას შორის სავიზო რეჟიმის გაუქმებაც შეუწყობს ხელს. ოფიციალური ინფორმაციით, ისრაელის სამშენებლო სექტორში 33 ათას 500 მუშის დეფიციტია.